ქუთაისის ქალთა ჯგუფმა გაიარა სწავლების კურსი სხვადასხვა მიმართულებით: პოლიმერულ თიხაზე მუშაობა, ჭრა-კერვა, მანიკურის საქმე, ფერადი ეპოქსიდისგან სუვენირების დამზადება. შემდეგ მათთვის ჩატარდა ტრენინგები, სადაც ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ელგუჯა დეისაძემ ბიზნეს იდეების ფორმირება, რანჟირება და საპროექტო წინადადებების წარდგენა ასწავლა მონაწილეებს.

მესამე და ბოლო ეტაპი, მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, იყო საფინალო კონკურსი, სადაც ბენეფიციარებმა საკუთარი ბიზნესწინადადებებით გამარჯვება და დამოუკიდებელი საქმიანობისთვის მატერიალური მხარდაჭერა მიიღეს!

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

უკრაინიდან ჩამოსულ 7 ოჯახთან ჩატარდა ფსიქოლოგიური შეხვედრები. მარტში 22 ადამიანს შეხვდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი - გაარკვია მათი მდგომარეობა, პრობლემები და საჭიროებები.

8 ადამიანთან ინდივიდუალური მუშაობა მიმდინარეობს - მათი ნაწილი მოზარდია და იკვეთება ჰიპერაქტიურობის, სიმარტოვის თუ ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები. ფსიქოთერაპიული სესიები დადებით გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომელთაც სტრესი მიიღეს ომის გამო.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში დასრულდა სხვადასხვა პროფესიული კურსი. შემდეგ ბენეფიციარებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგი, სადაც ისწავლეს ბიზნეს იდეების ჩამოყალიბება და საპროექტო წინადადებების წარდგენა.

შემდგომი ეტაპი ბიზნეს პროექტების საფინალო კონკურსი იყო. მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ბიზნესისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცათ. მათ უკვე შეუძლიათ დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყება და საკუთარი  ფინანასური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს ქალთა ფონდ „სოხუმის“ მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივების შედეგები: პოზიტიური მშობლობის ტრენინგები; ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების კვლევის ანგარიში, რომელიც ამ ეტაპზე ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა.

შეხვედრაზე ასევე შედგა დიალოგი უწყებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივ სამომავლო აქტივობებზე.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით,   ჩოხატაურის  მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელთან, სოციალურ მუშაკთან, მერის წარმომადგენლების კოორდინატორთან ერთად  ჩატარდა შეხვედრა თემის აქტივისტებთან და სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარებთან.

მოხდა ინფორმაციის გაცვლა ქალთა ჯგუფების საჭიროებებზე, სოციალური მუშაობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ სერვისებს, ახალ მუნიციპალურ პროგრამებს, განისაზღვრა თანამშრომლობა ქალთa მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციის და დაზარალებულთა დახმარების საკითხებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში, ქალთა ჯგუფის წევრებთან  მორიგი  საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე  აჩვენეს ფილმი ქართველ ფემინისტ ქალზე, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ კატო მიქელაძეზე. ფილმს დისკუსია მოყვა, რომელშც მონაწილეობა კლუბის ყველა წევრმა მიიღო.

საინფორმაციო შეხვედრა შედგა ქალთა საინიციატივო მეორე  ჯგუფის წევრებთანაც. დამსწრეებმა ნახეს    ფილმი „მუსლიმი გოგოები თანასწორობითვის“, რომლის  დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა.  ორივე შეხვედრის დასაწყისში ქალბატონებს გაზაფხულის შემობრძანება და მარტის დღესასწაულები მიულოცეს.

ასევე ორივე ჯგუფმა  2024 წლის თებერვალში ჩატარებული ადგილობრივი კვლევის სამუშაოებიც შეაჯამა. ხონის მესამე საჯარო სკოლაში გაიმართა ახალგაზრდებთან საინფორმაციო  შეხვედრა. ჯგუფის ერთ-ერთმა  წევრმა 8 მარტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა  და ქალთა სოლიდარობზე ისაუბრა. ახალგაზრდებმა  ორი  ფილმი - „არ ილაპარაკო“ და „ყოველთვის 5-1,, ნახეს. მოეწყო დისკუსიაც.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა,მშვიდობასა და სოლიდარობაზე,ასევე,ქალთა უფლებების საკითხებზე იმსჯელეს.ისაუბრეს წარმატებული ქალების შესახებ,გაიხსენეს მათი ისტორიები და როლი,მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების პროცესში.აღინიშნა,რომ ქალთა და ზოგადად,ადამიანების მიმართ სოლიდარობა-ეს არის ძალა,მხარდაჭერა და თანაგრძნობა,რომელიც ხელს უწყობს წარმატებას. იგივე თემების ირგვლივ ისაუბრეს ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა და ქალთა უფლებებსა და თანასწორობაზე გაამახვილეს ყურადღება.ახალგაზრდების აზრით,სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია მშვიდობის მშენებლობის პროცესში,ხოლო ამ მიმართულებით ქალთა მხარდაჭერა,კიდევ უფრო საჭირო.

„ძალიან საჭირო ინფორმაციები მივიღეთ ადვოკატირების პროცესთან დაკავშირებით.“

„თითქოს ყველაფერს ასე ვაკეთებდით, მაგრამ ტრენინგზე გავიგეთ, თუ რაოდენ საჭიროა სწორი გათვლების გაკეთება.“

„ვიმუშავეთ ადვოკატირების გეგმის შედგენაზე. მიღებული ცოდნა ადვოკატირების სწორად წარმართვაში დაგვეხმარება.“

ასე ამბობდნენ ტრენინგის ბოლოს მონაწილეები - ქუთაისის დევნილთა სხვადასხვა თემის წარმომადგენელი ლიდერი ქალები და გოგონები. ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა თემაზე: „სათემო ადვოკატირება, ადვოკატირების სტრატეგია  და სამოქმედო გეგმის შედგენა.“

მონაწილეებმა „პრობლემის ხის“ მეთოდით იმუშავეს გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე, გააკეთეს SWOT ანალიზიც - ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები  და რისკები.

თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ, მონაწილეებმა ჯგუფებში კონკრეტული პრობლემის ადვოკატირების სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

ბაღდათის მუნიციპალიტეტის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისიის“ წევრებმა მარტში ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი იყო კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. მათ შეხვედრები გამართეს მერის წარმომადგენლებთან, სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერებთან და ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან. მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია უწყებათაშორისი კომისიის ფუნქციაზე და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით.

ეს აქტივობები ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი კომისიას გააქტიურებას ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და კონკრეტული ქეისების განხილვაში.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები