აქტიური დისკუსია ქუთაისის პარკში

კატეგორია: ფორუმ-თეატრი ავტორი: Super User გადასვლები: 4412

ფორუმ-თეატრის წარმოდგენებზე ქუთაისის ცენტრალურ პარკში დამსწრეთა შორის უმეტესობა ასაკოვანი მამაკაცი იყო.
პირველივე სცენამ ოჯახური ძალადობის თემაზე დისკუსია გამოიწვია. ზოგიერთი მაყურებელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ დღეს ყველაფერზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ ახალგაზრდები ადვილად ანგრევენ ოჯახებს და ქალის ცხოვრებაც   საყოველთაო განხილვის საგანი გახდა.
ფორუმ-თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს 6 სცენა. სცენარის შეცვლის პროცესში მაყურებელი არ ჩართულა,  მაგრამ აქტიური დისკუსია გაიმართა ოჯახში ძალადობის პრობლემაზე. 

 

 

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)