ფორუმ-თეატრი სენაკში

კატეგორია: ფორუმ-თეატრი ავტორი: Super User გადასვლები: 3263
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენა ჩატარდა სენაკში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მე-7 სკოლაში. ამ დღეს სკოლაში ნაჩვენები იყო 7 სცენა, წარმოდგენებში მონაწილეობდა ფორუმ-თეატრის   სარეზერვო ჯგუფის 4 მსახიობი.
დამსწრეთა შორის იყო 30 მოსწავლე და 3 პედაგოგი ქალი.
ოჯახური ძალადობის სცენამ აქტიური დისკუსია გამოიწვია, მაგრამ მოზარდებმა თავი შეიკავეს თამაშში ჩართვისაგან, რათა შეეცვალათ სცენარი.
მათ პარალელები გაავლეს რამდენიმე წლის წინ სენაკში ფონდი „სოხუმის“ აქტივისტის მარი კვანჭიანის ინიციატივით შექმნილ ფორუმ-თეატრთან, გაიხსენეს  საინტერესო დეტალები.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)