სანამ მაყურებელს პირისპირ შეხვდება...

კატეგორია: ფორუმ-თეატრი ავტორი: Super User გადასვლები: 1159

ფორუმ-თეატრს უჩვეულო პერიოდი აქვს - დროებით დაკარგა მაყურებელი, მაგრამ ახლა სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და მის აქტივობებს უფრო მეტი ადამიანი ხედავს.

განსაკუთრებული აზარტით ჩაერთო ფორუმ-თეატრი კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე წარმოდგენილია: ვიდეოჩანაწერები ოჯახური ძალადობის და კოვიდპანდემიის თემაზე, თეატრის სამი თაობის მატიანე, ჩრდილების თეატრის ფოტოკოლაჟი, პოეზიის ხუთწუთიანი ჩართვები...

სანამ მაყურებელს პირისპირ შეხვდება, ფორუმ-თეატრი ინტერნეტში აქტიურობს...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)