რეპეტიციები, ახალი სცენები, მონოლოგები…

1 2 3 4 5 6

ფორუმ-თეატრი ერთ-ერთი პოპულარული კომპონენტია პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.

ივნისში განახლდა რეპეტიციები ოფისში, დაიდგა ახალი სცენები. ჯერ კიდევ არ შეიძლება დაგეგმილი წარმოდგენების ჩატარება ღია ცის ქვეშ, ამიტომ ისევ გაგრძელდა აქტიური მუშაობა სოციალურ ქსელში. წარმოდგენილი იყო: პერსონალური ვიდეოები, მონოლოგები, ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები - ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე თვის განმავლობაში 32 აქტივობაა წარმოდგენილი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

30 ონლაინ აქტივობა მაისში - ფორუმ-თეატრის კრეატიულობა

1 2 3 4

ფორუმ-თეატრის ონლაინ მუშაობა აქტიური და კრეატიულია. სააქტო დარბაზებისა და ქუჩაში მოწყობილი სცენების ნაცვლად ახლა მისი სივრცე - ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდია!

ტარდება საინტერესო აქტივობები: ხდება ფორუმ-თეატრის და ჩრდილების თეატრის საარქივო მასალების დამუშავება-განახლება, კეთდება ფოტოკოლაჟები, ვიდეორგოლები, სლოგანები, ლიტერატურული პრეზენტაციები. ფორუმ-თეატრის მსახიობები და რეჟისორი მაგდანა ჩიხლაძე კითხულობენ ლექსებს, მსხვერპლი ქალების მონოლოგებს. ზოგჯერ ახალგაზრდები ახალისებენ მკითხველებს  და იუმორისტული ვიდეორგოლებით აჩვენებენ, როგორ ერთობიან სახლში.

30 ონლაინ აქტივობა მაისის თვეში - ეს საკმაოდ დიდი სამუშაოა. ფორუმ-თეატრმა დიდი გამოცდილება მიიღო კარანტინის პერიოდში - მოზარდებმა ყველაფერი საკუთარი ძალებით გააკეთეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ხონში

1 2 3

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ხონის მეოთხე საჯარო სკოლასა და  სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში. ყველაზე აქტიური დისკუსია გაიმართა შეყვარებულების  და დედა-შვილის ურთიერთობის ამსახველ სცენებზე.

მაყურებლები საუბრობდნენ ოჯახური ძალადობის, მიგრაციის, ნარკომანიის და ნაადრევი ქორწინების პრობლემების შესახებ. ფორუმ-თეატრის წარმოდგენებმა მათ ყოველდღიური ცხოვრების რეალური სურათი დაანახა და გამოსავლის გზებზე დააფიქრა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი - ახალი გამოწვევის წინაშე

1 2 3

ფორუმ-თეატრს მრავალწლიანი და საინტერესო ისტორია აქვს. ახლა, კარანტინის დღეებში ის ახალი გამოწვევის წინაშე დადგა - როგორ იმუშაოს მაყურებლის გარეშე?

მაგრამ გამოსავალი გამოჩნდა - აუდიტორიად იქცა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდი, რომელსაც 3000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს - https://www.facebook.com/fsokhumi/.

ახალგაზრდა მსახიობებისგან საინტერესო ინიციატივები წამოვიდა.

რეჟისორ მაგდანა ჩიხლაძის დახმარებით აპრილიც გამორჩეულ თვედ იქცა ფორუმ-თეატრის ცხოვრებაში: ინტერნეტში გაჩნდა არქივიდან ამოღებული ჩანაწერები, ფილმები ტელეგადაცემები. ამას დაემატა მსახიობების ვიდეომიმართვები პანდემიასთან დაკავშირებით, ფოტოკოლაჟები, დიალოგები  სცენებიდან.

საინტერესო იყო წინა თაობის მსახიობთა და პირველი რეჟისორის, ამჟამად საფრანგეთში  მოღვაწე კოტე რევიშვილის ვიდეომიმართვები - ეს წარმატებული ადამიანები გულწრფელად საუბრობენ ფორუმ-თეატრის როლისა და გავლენის შესახებ მათ ცხოვრებაზე.

ყველაფერი ეს სანახაობრივად შთამბეჭდავი და ორიგინალურია. ასე აქტიურია ფორუმ-თეატრის ონლაინ რეჟიმი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩრდილების თეატრი ფოთში

1 2 

 3 4

ფოთის მე-10 და მე-11 საბავშვო ბაღებში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ჩრდილების თეატრის წარმოდგენები.

ბავშვები დიდი ინტერესით და სიამოვნებით უყურებდნენ ზღაპარ „თალგამს“, მოსწონდათ მისი პერსონაჟები, ხედავდნენ, როგორ ეხმარებიან ერთმანეთს... სახალისო მუსიკამ პატარა მაყურებელი საცეკვაოდ განაწყო. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ბავშვები უზიარებდნენ ერთმანეთს, რა მოეწონათ, რა იყო მათთვის საინტერესო...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები