კონფლიქტების ანალიზი - ვორკშოპების თემა ქუთაისში, სენაკში, წყალტუბოში

კატეგორია: ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა ავტორი: Super User გადასვლები: 1340

  

- რა ასოციაციებს იწვევს კონფლიქტი, რა კავშირშია ძალადობასთან და რისთვის არის საჭირო მისი ანალიზი – ეს იყო თებერვალში ახალგაზრდებთან ჩატარებული ვორკშოპების თემა. ქუთაისში, სენაკში, წყალტუბოში ახალგაზრდები იმიტირებული წარმოდგენებით შეეცადნენ კონფლიქტების ნეგატიური შედეგების წარმოჩენას.  შემდეგ  ანალიზი „კონფლიქტის ხის“ მეთოდით გაგრძელდა. მონაწილეთა უმრავლესობა აქტიურად ჩაერთო ინტერაქტიულ მუშაობაში, დისკუსიაში.

ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ანალიზი საშუალებას იძლევა, დაინახონ კონფლიქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზები. დაფიქსირდა, რომ ამ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირება შეამცირებს აგრესიას და კონფლიქტურ სიტუაციებს საზოგადოებაში. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)