ახალგაზრდულ კლუბებში აზარტული თამაშების თემაზე მსჯელობდნენ

კატეგორია: ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა ავტორი: Super User გადასვლები: 1468

       

სექტემბერში გაიმართა ახალგაზრდული კლუბების ექვსი საინფორმაციო შეხვედრა.

3 სექტემბერს წყალტუბოში, კოლექტიურ ცენტრ „მედეაში“ შეხვედრას ესწრებოდნენ  იქ მცხოვრები გოგონები. 5 სექტემბერს ახალგაზრდები ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეიკრიბნენ. მესამე შეხვედრა ფოთის მე-7 სკოლაში ჩატარდა 11 სექტემბერს. 12 სექტემბერს შეხვედრა შედგა ხონის მხარდაჭერის ცენტრში, 13-ში - კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში და  ბოლოს, 14-ში - სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

შეხვედრებისთვის  შეირჩა დღეისათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებში საკმაოდ აქტუალური თემა: აზარტული თამაშები, მიზეზები, შედეგები და გადაჭრის გზები ძალადობის პრევენციისთვის.

იყო გულახდილი,  გულშემატკივრული საუბრები, აზრთა სხვადასხვაობა და კამათი. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს სერიოზული პრობლემა ხშირად ძალადობას იწვევს. მათი აზრით, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობის დიდი წილი - დაცვის მექანიზმების შემუშავება, დასაქმების პროგრამები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)