ახალგაზრდები გენდერულ ძალადობაზე მსჯელობენ

კატეგორია: ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა ავტორი: Super User გადასვლები: 2308

   

ივლისის პირველ ნახევარში გაიმართა ახალგაზრდული კლუბების სამი საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში, ფოთსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

გენდერული ძალადობის მიზეზებისა და დაცვის მექანიზმების განხილვისას ახალგაზრდები საუბრობდნენ ქალთა უფლებების დარღვევაზე, ძალადობის ფაქტებზე, მოჰყავდათ მაგალითები.

დისკუსიამ დაგვანახა, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შეუძლიათდიდი როლი შეასრულონ გენდერულად დაბალანსებული საზოგადოების შექმნაში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brotfür die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით  (გერმანია)