კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემა - ვორკშოპი წყალტუბოში

კატეგორია: ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა ავტორი: Super User გადასვლები: 2084

  

ქეთი კუჭავა და ანი ქუთათელაძე აქტიური მონაწილეები იყვნენ ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული სამდღიანი ტრენინგისა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე. იქ ისწავლეს ფასილიტატორობა და მიიღეს დავალება - დამოუკიდებლად ჩაეტარებინათ ვორკშოპი.

ახალგაზრდა ფასილიტატორებმა კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემას მიუძღვნეს ვორკშოპი წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში. ისაუბრეს პრობლემებზე, კონფლიქტის მოგვარების გზებზე, ქალთა სამშვიდობო ინიციატივებზე. იყო ჯგუფური მუშაობები და საინტერესო პრეზენტაციები.

მუშაობა წარიმართა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით