ახალგაზრდული კლუბების სამი შეხვედრა - ფოთი, ხონი, ლესა

კატეგორია: ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა ავტორი: Super User გადასვლები: 1695

1 2 3

როგორც წინა თვეებში, მარტშიც ახალგაზრდული კლუბების 9 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. ბოლო სამი შეხვედრა გაიმართა ფოთის, ხონის და სოფელ ლესას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.

ქალთა სოლიდარობა, 8 მარტის ისტორია, ქალთა უფლებები, ძალადობის პრევენცია - განსახილველმა თემებმა  ბევრი კითხვა გამოიწვია და შეხვედრებზევე ეცადნენ გარკვევას.

ახალგაზრდები ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში, მაგალითები მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი საუბრები აუცილებელია უფროსი თაობისთვის, რომ მათ არ ჰქონდეთ სტერეოტიპული დამოკიდებულება გენდერული საკითხების მიმართ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)