ონლაინ შეხვედრები ფახულანის, ძევრის, დვაბზუს სკოლების მოსწავლეებთან

1 2 3

კიდევ სამი ონლაინ შეხვედრა მოეწყო - ამჯერად ფახულანის მეორე საჯარო სკოლის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ძევრის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) და დვაბზუს (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.

მოსწავლეებთან ერთად განხილულ იქნა ვიდეოგაკვეთილი თემაზე „კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები“, კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის წესები...

მოსწავლეებს მიეცათ დავალება - დაწერონ, რა გავლენა იქონია მათზე პროექტმა,  კონფლიქტოლოგიის გაკვეთილებმა. კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრების აქტივობა გამოჩნდება ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე   https://www.facebook.com/fsokhumi/

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თერჯოლის, ზუგდიდის, ქუთაისის ახალგაზრდულ კლუბებში

1 2 3 4

თერჯოლის, ზუგდიდის, ქუთაისის ახალგაზრდულ კლუბებთან ონლაინ ჩართვები გაიმართა საინტერესო საკითხზე - ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის ძალადობის პრევენციისთვის.

თემის განხილვამ გამოიწვია მონაწილეთა მაქსიმალური ჩართვა. ისინი საუბრობდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ოჯახური იდილია, მშობლების თანადგომა. ახალგაზრდები შეეხნენ ტრადიციებს, მშობლების ჩართულობას პროფესიის არჩევაში.

კლუბის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ ამ თემაზე საუბარმა შეცვალა მისი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ, სიყვარულით აავსო და, როცა სიყვარულზე ფიქრობ, უფრო კეთილი ხდებიო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ონლაინ შეხვედრები ანაკლიის, თეკლათის და კულაშის პატარა კონფლიქტოლოგებთან

1 2

2, 3 და 5 ივნისს ჩატარდა ონლაინ შეხვედრები ანაკლიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), თეკლათის  (სენაკის მუნიციპალიტეტი) და კულაშის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების   კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.

მოსწავლეები გაეცნენ ივნისის თემას „კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები“. მოგვიანებით ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე აიტვირთა ეს ვიდეოგაკვეთილი.

შეხვედრების შემდეგ მოსწავლეებმა დაიწყეს დავალებების მომზადება -   ვიდეომიმართვები, ესეები, ნახატები და უკუკავშირი - თუ რა გავლენა იქონია საპროექტო მუშაობამ მათზე.

გრძელდება „საუბარი დედებთან“. ივნისის პირველი შეხვედრა უკვე შედგა და ამის შესახებ ინფორმაციაც დაიბეჭდა ფეისბუქგვერდზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სუფსა, ფოთი, ქუთაისი - სამი ონლაინ შეხვედრა

1 2 3

შეხვედრები ისევ დისტანციურად გაიმართა სუფსის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ფოთის შპს „გიმნაზიის“ და ქუთაისის მეცამეტე სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.

„კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები“ - ასეთი იყო ივნისის თემა. ონლაინ ჩართვებს აქტიური დისკუსია მოჰყვა. მოსწავლეებს მიეცათ რეკომენდაცია, მოუსმინონ ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსებულ ვიდეოგაკვეთილს და გამოხატონ კომენტარები. მათ საშინაო დავალებაც მიიღეს და უკვე დაიწყეს შესრულება. ზოგმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, ზოგმა საინტერესო ნახატი დახატა, ზოგმა ესე დაწერა და ზოგმა კიდევ - „წერილი სანდო ადამიანს“.

სამუშაო ციკლის ბოლოს კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრები თავიანთ ფიდბეკსაც გაუზიარებენ კონფლიქტოლოგს. მოზარდების აქტიურობა კარგად ჩანს ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე https://www.facebook.com/fsokhumi/

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჰარმონიულ ურთიერთობებზე - ლანჩხუთის, ოზურგეთის, ნაბაკევის ახალგაზრდულ კლუბებთან

1 2 3 4

ოჯახი, ოჯახის წევრებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა - ამ თემაზე გაიმართა ონლაინ ჩართვები ლანჩხუთის, ოზურგეთის და სოფელ ნაბაკევის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული კლუბების წევრებთან.

თაობათა ურთიერთობა, ოჯახი როგორც მთავარი ღირებულება, ოჯახი სახელმწიფოს მინიმოდელი - ამ საკითხებზე გაიმართა გულახდილი საუბარი ახალგაზრდებთან. დაფიქსირდა მათი ხედვა ოჯახის ფენომენთან დაკავშირებით, საინტერესო ისტორიები საკუთარი ცხოვრებიდან. ახალგაზრდების თქმით, ოჯახში ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ჰარმონიის მისაღწევად  მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის თანაბარი განაწილება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები