სიუჟეტი „რიონის“ ეთერით - მრგვალი მაგიდა წყალტუბოში

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით სიუჟეტი გავიდა თემაზე, რომელიც წყალტუბოში გამართულ მრგვალ მაგიდას ასახავს. შეხვედრის თემა იყო „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში.“

გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, არსებული რესურსები, სამომავლო სტრატეგიები - ამ საკითხებზე საუბრობენ სიუჟეტში საკანონმდებლო ადა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, შეხვედრის ორგანიზატორები და მონაწილეები.

სიუჟეტი მომზადდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ტელეგადაცემა „რიონის“ ეთერში

25 აპრილს ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული გადაცემა გაიმართა,  რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის მონაწილეები, ბაღდათის და

ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები, გენდერული საბჭოების წევრები.

გადაცემის თემა იყო „გენდერული მიდგომები და გენდერული დღის წესრიგი მუნიციპალურ პოლიტიკაში“. საუბარი, ძირითადად, შეეხო ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სტრატეგიულ გზამკვლევს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების პოზიცია ასეთია: ეს დოკუმენტი ძალიან სასარგებლოა, რადგან შეიცავს მეთოდოლოგიასაც და პრაქტიკულ რჩევებსაც, როგორ უნდა დაიწყოს სამუშაო, რა კითხვები უნდა დაუსვან საკუთარ თავს ადგილობრივმა მოხელეებმა, რა საკითხებს მიაქციონ მეტი ყურადღება, ვისთან ითანამშრომლონ.

აქცენტი გაკეთდა ბაღდათში გამართულ მრგვალ მაგიდაზე, ფონდ „სოხუმსა“ და ბაღდათის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

ტელეგადაცემა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

1რადიო „რიონმა“ მოამზადა და 20 მარტს ეთერში გაუშვა გადაცემა თემაზე „საქართველოს მიერ განვლილი გზა ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის დასანერგად ნაყოფიერი ნიადაგის შექმნისკენ“.

გადაცემის სტუმარი იყო ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე ალლა გამახარია. 37 წუთის განმავლობაში რადიომსმენელებმა საკმაოდ მდიდარი ინფორმაცია მიიღეს აქტუალურ საკითხებზე: რა გზა გაიარა საქართველომ, როგორია სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, რა ხარვეზები არსებობს და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ.

გადაცემა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო კამპანიის გაგრძელება ტელესტუდიაში

1 2 3

ფონდი „სოხუმი“ პროექტის „ვიშეგრადის (V4) ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას.

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გასული გადაცემის მიზანია საზოგადოების ინფორმირება პროექტის მსვლელობასა და მიღწეულ შედეგებზე.

ტელეგადაცემაში მონაწილეობდნენ: მერი გელაშვილი (პროექტის ერთ-ერთი შემსრულებელი), ლარისა შენგელია, ხათუნა გოგუა (ფონდი „სოხუმი“), ანჟელა ჩიხლაძე (მეწარმე ქალთა ფონდი) და ფიქრია ხაჭაპურიძე (ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი).

სტუდიაში შეკრებილებმა გამოცდილება გაუზიარეს მაყურებელს შემდეგ საკითხებზე: დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, მონაწილეობითი ბიუჯეტირება - როგორც საზოგადოებისა და თვითმმართველობის კიდევ უფრო დაახლოების ერთ-ერთი საშუალება.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

ტელესიუჟეტი „გურიას“ ეთერში

ტელეკომპანია „გურიამ“ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრის შესახებ გურიის მუნიციპალიტეტებთან ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის თაობაზე.

რესპონდენტებმა პასუხი გასცეს კითხვებს: რას ითვალისწინებს პროექტი, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რა საკითხებში უნდა შედგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის თანამშრომლობა ადგილობრივი გენდერული დღის წესრიგის დანერგვაში, რა საკითხებში უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ცენტრსა და რეგიონებს შორის.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები