წყალტუბო: მრგვალი მაგიდა „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“

1 2 3 4 5 6 7

წყალტუბოს მუნიციპალიტის საკრებულოში ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“.

მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბენენ რეფერირების სუბიექტების ადგილობრივი წარმომადგენლები - ადგილობრივი თვითმმართველობის,  კრიმინალური და საპატრულო პოლიციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალადობის პრევენციის სტრატეგიაა - უპასუხოს გამოწვევებს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების თანამონაწილეობით.

ჯგუფური მუშაობის შედეგად განისაზღვრა ადგილობრივ დონეზე კოორდინაციის ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები და გაუმჯობესების გზები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდა ქუთაისის პოლიკლინიკაში

1 2 3 4 5 6

ფონდმა „სოხუმმა“ მრგვალი მაგიდა ჩაატარა ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკაში.  ძალადობის აღკვეთის სამართლებრივი ასპექტები, დასავლეთ საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტში სამედიცინო პერსონალთან ჩატარებული კვლევის შედეგები, პუბლიკაცია „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“ - ამ საკითხებზე ისაუბრეს ფონდის წარმომადგენლებმა.

მრგვალი მაგიდის მონაწილე ექიმებმა თავიანთი პრობლემები გაახმოვანეს - დროის ნაკლებობა პაციენტთან ურთიერთობისას, კანონებში არსებული ხარვეზები, მედპერსონალის უსაფრთხოება და მრავალი სხვა. რა თქმა უნდა, ფონდთან თანამშრომლობის სურვილიც გამოითქვა ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების კუთხით. ამ მიზნით სამედიცინო დაწესებულებასა და ფონდ „სოხუმს“ შორის  მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით

მთავარი აქცენტები მრგვალ მაგიდაზე რეფერალური სუბიექტების მონაწილეობით

1 2 3 4 5 6 7

ფონდ „სოხუმში“ მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „სამედიცინო პერსონალის როლის გაზრდა ძალადობის ფაქტების იდენტიფიკაციაში და რეფერალურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების პერსპექტივები.“

შეხვედრას ესწრებოდნენ სამედიცინო სფეროს, პროკურატურის, შსს საქალაქო სამმართველოს, მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, იურისტები, პედაგოგები. რამდენად არის ჩართული სამედიცინო პერსონალი ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებაში, რა ვალდებულებები აკისრია და რა გზებითაა შესაძლებელი აქტიური მონაწილეობა პრევენციასა და მსხვერპლის დახმარებაში - ძირითადი აქცენტი ამ საკითხებზე გაკეთდა. მონაწილეებმა ისაუბრეს ცალკეული სუბიექტების მუშაობის პროცესში არსებულ ხარვეზებზე. დაფიქსირდა წინადადებები სამედიცინო პერსონალის როლის გაზრდისა და რეფერირების სუბიექტებს შორის კოორდინაციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით

მრგვალი მაგიდა „სამედიცინო პერსონალის როლი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის მართვაში“

1 2 3 4 5

 6 7

5 მარტს, შპს „უნიქალმედის“ ოფისში ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით კლინიკის სამედიცინო პერსონალთან მრგვალი მაგიდა გაიმართა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის აღკვეთის საკანონმდებლო მექანიზმებზე, სამედიცინო  დაწესებულებების პერსონალისთვის კანონით დაკისრებულ უფლებამოსილებებსა და ვალდებულებზე. ისინი ინტერესით გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ მედიცინის მუშაკებთან ჩატარებული კვლევის შედეგებს; ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ბროშურას, რომელიც  დარგის სპეციალისტებს აწოდებს პირველად ინფორმაციას, როგორ მოხდეს ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკაცია, სკრინინგი, ვისთან უნდა ჰქონდეს კოორდინაცია მედპერსონალს, რათა მოახდინოს ეფექტური რეაგირება პრობლემაზე.

საინტერესო დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რა აფერხებს ეფექტურ რეაგირებას პრობლემაზე: პაციენტების მხრიდან ძალადობის ფაქტების გაუმჟღავნებლობა; ინფორმირების დეფიციტი; ექიმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების საკითხი; პოლიციის მხრიდან საკუთარი ვალდებულებების იგნორირება და ა.შ.

საუბარი შეეხო პრობლემის გადაჭრის გზებს. გაჟღერდა არაერთი წინადადება: პერსონალის განათლება, რეფერირების სუბიექტებთან კოორდინაციის გაუმჯობესება, კვალიფიკაციური ფსიქოლოგის კადრის დანერგვა კლინიკებში.

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით

გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ დონეზე - შეხვედრა ქუთაისში

1 2 3 4

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა „გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში.“ შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის  სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.

ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს გენდერული პოლიტიკის სტრატეგიული გზამკვლევი. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ, რა მეთოდებით უნდა მოხდეს გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ დონეზე. რას ნიშნავს გენდერული აუდიტი, რას მოიაზრებს გენდერული ბიუჯეტი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში უკვე ინერგება გენდერული მიდგომები, ისაუბრეს გენდერული თანასწორობის საბჭოს ეფექტურ მუშაობაზე. მონაწილეების მხრიდან იყო შეკითხვები.

მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები