სამუშაო ჯგუფების შექმნა ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე

  

ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნებზე, ქალის როლის მნიშვნელობასა და პოლიტიკაში მეტი ქალის  ჩართულობაზე ისაუბრეს.

სხდომის დროს შეიქმნა სამუშაო  ჯგუფები, რომლებიც   შეხვდებიან  ხონში არსებული  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს არჩევნებში ქალი-კანდიდატების წინ წამოწევის მიზნით.

პროექტიხორციელდებააშშ საელჩოსმხარდაჭერით

ამომრჩეველ ქალთა აქტიურობის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში სენაკის კლუბზე

  

სენაკში გაიმართა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. კლუბის აქტივისტებმა იმსჯელეს ამომრჩეველ ქალთა როლის გაზრდაზე წინასაარჩევნო პერიოდში. განისაზღვრა ჯგუფი ქალებისა, რომლებიც შეხვედრებს ჩაატარებენ სენაკში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან, წარუდგენენ მათ ქალთა კლუბების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს იმ იმედით, რომ პარტიები გაითვალისწინებენ მათ წინასაარჩევნო პროგრამებში.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სამუშაო ჯგუფების შექმნა ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე

  

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბი, ფონდი „სოხუმის“ სხვა 7 კლუბთან ერთად, თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ აქტიურ მუშაობას განაგრძობს. კლუბის მორიგ სხდომაზე განსაკუთრებით გამოიკვეთა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის საკითხი. კლუბის წევრებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფები და დაგეგმეს მუშაობა პოლიტიკურ პარტიებთან საარჩევნო სიებში ქალი-კანდიდატების წინ წამოწევის მიზნით.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბი: აქტივობები კანდიდატ ქალთა მხარდაჭერისთვის

 

შეხვედრის მთავარი თემა იყო წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის აუცილებლობა. დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ქალთა აქტიურობის კუთხით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდი ძვრებია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ამომრჩეველ ქალთა კლუბს. ამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებელია კანდიდატმა ქალებმა, პირველ რიგში, ქალთა ელექტორატის მხრიდან იგრძნონ მხარდაჭერა. ამისთვის კლუბის შეხვედრაზე დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობის ჩატარება წინასაარჩევნო პერიოდში. 

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბი - წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხი

  

 

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა დაეთმო წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხის განხილვას. კლუბის წევრები მზად არიან, პოლიტიკური პარტიების რაიონულ განყოფილებებს წარუდგინონ შემუშავებული რეკომენდაციები და იმსჯელონ ქალ-კანდიდატთა მონაწილეობაზე  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტივისტების შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან ივლისის თვიდანვე დაიწყება.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

დონორი ორგანიზაციები

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები