კონფლიქტების ადრეული პრევენცია - შეხვედრა ხურჩაში

1 2

გრძელდება მუშაობა პროექტის „კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერზე ორიენტირებული სისტემით“ ფარგლებში კონფლიქტის გამყოფი ზოლის სოფლებში: ხურჩა, კახათი, ორსანტია, შამგონა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ფახულანი, წყოუში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პირველი შეხვედრები უკვე გამართეს და ცალკეულ თემებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავეს.

პირველი შეხვედრა ხურჩის თემში გაიმართა. ჯგუფის წევრები პრობლემების ანალიზის შემდეგ მათ ადვოკატირებას შეეცდებიან.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მონიტორინგი ოჯახური ძალადობის თემაზე

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა ჩაატარეს მონიტორინგი  ოჯახური ძალადობის თემაზ. მონიტორინგის მიზანია - GREWS (კონფლიქტის ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემა) გამოყენებით, საზოგადოებაში კონფლიქტის გამომწვევი რისკების იდენტიფიცირება და მინიმალიზება.

მონიტორინგის პირველი ეტაპი განხორციელდა 10 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე.  გამოკითხვა ჩატარდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით: ანკეტირებით და ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმატით. ინფორმაცია შეგროვდა წინასწარ შემუშავებული კითხვარებით.

მონიტორინგში მონაწილეობს 5 საველე მონიტორი. გამოკითხვა ჩატარდა ქუთაისში, წყალტუბოში და კონფლიქტისპირა სოფლებში: ხურჩა, კოკი, განმუხური, ორსანტია, შამგონა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანი, წყოუში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიურობა ხურჩაში

Фабрика форматов1 2

ხურჩის ქალთა საინიციატივო ჯგუფი  აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში არსებული  კონფლიქტების ადრეულ პრევენციაზე. ხურჩა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), როგორც კონფლიქტის ზოლთან ახლომდებარე სოფელი, განსაკუთრებით სენსიტიურია სოციალური კონფლიქტების განვითარების კუთხით.  

საინიციატივო ჯგუფი საინფორმაციო შეხვედრებით და პრობლემათა ადვოკატირებით ცდილობს კონფლიქტური სიტუაციების იდენტიფიცირებას და ადრეულ სტადიაში მის პრევენციას. პრობლემათა ადვოკატირების პროცესს თან ახლავს ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებთან თანამშრომლობა.    

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტების დიაგნოსტირება გენდერზე ორიენტირებული სისტემით

1 2

კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერზე ორიენტირებული სისტემის დანერგვით ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს დასავლეთ საქართველოს  სხვადასხვა ლოკაციაში: ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, კონფლიქტის გამყოფი ხაზის სოფლები: ხურჩა, კოკი, განმუხური, ორსანტია, შამგონა, ფახულანი, წყოუში.  მონიტორთა ჯგუფი ადგილებზე ყოველკვირეულად  აგროვებს ინფორმაციებს. მონაცემთა სისტემატიზაციის შემდეგ, მიღებული ინფორამაციების ანალიზით მოხდება კონფლიქტური სიტუაციების დაგნოსტირება და რისკების პროგნოზირება გენდერული ასპექტებით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობა ქუთაისში

Фабрика форматов60687051 452754152145050 4647227319478386688 n Фабрика форматов60888228 2338915119710761 4616346831037661184 n

 Фабрика форматов61046971 304536577162913 6999895835974565888 n Фабрика форматов61286511 2033218193650013 4826190433379942400 n

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სხვადასხვა თემში. მოდერატორმა ისაუბრა, რა კავშირშია მოუგვარებელი პრობლემები კონფლიქტების განვითარებასთან და რამდენად მნიშვნელოვანია ადრეულ სტადიაში მათი მოგვარება.

შეხვედრის მონაწილეებმა დაასახელეს ის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც მათ დასახლებაში აქტუალურია და კონფლიქტების განვითარების საფრთხეებს შეიცავს.

პრობლემებს შორის გამოიყო: მოუგვარებელი სადრენაჟო სისტემა და სარდაფში ჩაღვრილი წყალი, ზედმეტი ხმაური დასახლების ახლოს მდებარე კერძო საწარმოდან, სახურავის პრობლემა. პრობლემების ანალიზის შემდეგ რეაგირება დაიწყება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები