კონფლიქტების ადრეული პრევენცია - წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ

1 2 3 4

საზოგადოებაში არსებული პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად ქალების უსაფრთხოებას ეხება, პარალელურად კონფლიქტების განვითარების საფრთხეებს შეიცავს. ქალთა საინიციატივო ჯგუფი წყალტუბოში აქტიურად მუშაობს ასეთი პრობლემების ადვოკატირებაზე, რათა კონფლიქტის განვითარების რისკები შეამციროს.

ამ მიზნით მაისში გეგმიური საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სხვადასხვა ჯგუფთან. ქალები ყველაზე მეტად გრძნობენ კონფლიქტების განვითარების საფრთხეს, ამიტომ თემის პრობლემებზე მათგან მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია კონფლიქტების პროგნოზირების კუთხით. კონფლიქტების დიაგნოსტირების შემდეგ საინიციატივო ჯგუფი მათ ადრეულ პრევენციაზე მუშაობს.

 პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კონფლიქტების ადრეული პრევენცია - ქუთაისის ჯგუფის სამუშაო სტრატეგიაში

1 2 

3 4

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ქუთაისში აქტიურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს. მოსახლეობის ინფორმირება ხდება შემდეგ საკითხებზე: სოციალური პრობლემები და კონფლიქტები, კონფლიქტების ადრეული პრევენცია GREWS (გენდერზე ორიენტირებული კონფლიქტების ადრეული მოგვარების სისტემა) ელემენტების გამოყენებით, სამოქალაქო საზოგადოების როლი.

ინფორმირების თვალსაზრისით ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია. მონაწილეები აანალიზებენ, რომ მათმა პრობლემებმა შესაძლოა კონფლიქტები გამოიწვიოს, ამიტომაც აუცილებელია დროული ჩარევა და კონფლიქტების განვითარების რისკების შემცირება.

ინფორმირების პარალელურად, საინიციატივო ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ხურჩის ჯგუფი კონფლიქტის განვითარების რისკების შემცირებაზე მუშაობს

1 2 3

„გენდერზე ორიენტირებული კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემა“ -  ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფი ამ სისტემის გამოყენებით აქტიურად მუშაობს იმ პრობლემების ადვოკატირებაზე, რომლებიც დროულ რეაგირებას მოითხოვს.

ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ ადგილობრივი ხელისუფლების იმ  სტრუქტურებთან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ პრობლემა. სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სისტემატიურად ხდება ინფორმაციის შევსება და საზოგადოების ინფორმირება ამ საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის მუშაობის ეტაპები

1 2 3

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ იმ სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოებაში კონფლიქტი გამოიწვიონ.

საინიციატივო ჯგუფმა უკვე გაიარა ორი ეტაპი: მონაცემთა შეგროვება და სისტემატიზაცია. ამ ეტაპზე ჯგუფი ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებთან განიხილავს პრობლემას, რათა მათი გავლენით კონფლიქტის განვითარების რისკები შემცირდეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

პრობლემათა ადვოკატირება - კონფლიქტების ადრეული პრევენციის მიზნით

1 2 3

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილებმა მოისმინეს ინფორმაცია პრობლემებზე, რომელთა ადვოკატირებაც მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით.

- კონფლიქტების უმრავლესობა სოციალური პრობლემების ფონზე ვითარდება. რამდენი პრობლემაც მოგვარდება, იმდენი მოგვარებული კონფლიქტი გვექნება, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობიანი საზოგადოების შექმნას, - აღინიშნა შეხვედრაზე.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები