სწრაფი მოკვლევა აქტუალურ საკითხზე

1 2 3

„პოსტ-Covid ვირუსით გამოწვეულ პრობლემებზე რეაგირება და გენდერული საჭიროებების გათვალისწინების ხარისხის შესწავლა“ - ამ საკითხზე ფონდი „სოხუმი“ სწრაფ მოკვლევას ატარებს.

სამიზნე მუნიციპალიტეტებში ანკეტირებისა და ფოკუს-ჯგუფის მეთოდებით უკვე გამოიკითხა ხუთასამდე ადამიანი. ბენეფიციარებს შორის არიან აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებიც. გამოკითხვის პროცესი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება, მიღებული მონაცემების საფუძველზე მომზადდება ანალიზი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, კოვიდ პანდემიით გამოწვეული პრობლემები და საჭიროებები გენდერული ჭრილით განისაზღვროს. 

 პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სწრაფი მოკვლევა დაიწყო

1 2 3

სექტემბრიდან ფონდი „სოხუმის“ ჯგუფი მოკვლევას  იწყებს  საკითხზე: „პოსტ-Covid ვირუსით გამოწვეულ პრობლემებზე რეაგირება და გენდერული საჭიროებების გათვალისწინების ხარისხის შესწავლა“. პროცესში ჩართული იქნება ფონდი „სოხუმის“ სამიზნე ლოკაციები, 11 მუნიციპალიტეტი: ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, სენაკი, ფოთი, ქობულეთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა. მათ შორის - კონფლიქტის გამყოფი ხაზის სოფლები, როგორც ქართულ, ისე აფხაზურ მხარეს.

სწრაფის მოკვლევის მეთოდებად გამოყენებული იქნება ანკეტური გამოკითხვა და ფოკუს-ჯგუფის ფორმატი. მოკვლევაში ჩართულ პირებთან ონლაინ შეხვედრა უკვე გაიმართა, მონაწილეებმა მიიღეს კონსულტაციები, რომ ყველაფერი სათანადო რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

პრობლემათა იდენტიფიცირებისა და ადვოკატირების პროცესი წალენჯიხაში

1 2

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ თემში არსებული პრობლემების ადვოკატირების კუთხით. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იკვეთება თემის საჭიროებები და იწყება მოქმედება განსაკუთრებით  აქტუალური პრობლემების მოსაგვარებლად.

ფონდი „სოხუმის“ მოდერატორმა შეხვედრები გამართა ფახულანისა და წყოუშის თემებში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) - მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო პრობლემათა იდენტიფიცირების და ადვოკატირების პროცესში.

  პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ხურჩა - შეხვედრები მოსახლეობასთან პრობლემათა იდენტიფიცირების მიზნით

1 2

- რომელი პრობლემებია მოსახლეობისთვის აქტუალური, რამდენად არის შესაძლებელი მათი მოგვარება ადგილობრივ დონეზე, რა მნიშვნელობა აქვს და რა შედეგებს იძლევა მოქალაქეთა ჩართულობა - ამ საკითხებზე  გაიმართა მსჯელობა ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გამართული შეხვედრის დროს.

მოსახლეობის განწყობა ასეთია: უნდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც გვაწუხებს, უნდა მივიქციოთ იმათი ყურადღება, ვისაც ხელეწიფება პრობლემების მოგვარება. მოსახლეობის ჩართულობა, აქტიურობა ყოველთვის იძლევა დადებით შედეგებს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

პრობლემების მოგვარება ხელს უშლის კონფლიქტების განვითარებას

1 2

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები მსჯელობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ თემებში არღვევს ნორმალური ცხოვრების წესს და ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს. ფოკუსირება კეთდება პრიორიტეტულ პრობლემებზე. ჩამონათვალში გრძელვადიანი პრობლემებიც მოხვდა. ორსანტიის თემში გამართული შეხვედრის მონაწილეების აზრით, არ არის აუცილებელი, დაელოდონ „ზევით“ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათი აქტიურობა დააჩქარებს ადვოკატირების პროცესს ადგილობრივ დონეზე და ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები