შეხვედრა ბაღდათის პარტნიორ ორგანიზაციებთან

კატეგორია: შეხვედრები ავტორი: Super User გადასვლები: 907

1ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარეგისტრირებაზე იყო საუბარი ონლაინ შეხვედრაზე ბაღდათის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. განხილულ იქნა კითხვარი, რომელიც დაინტერესებულმა ჯგუფებმა უნდა შეავსონ. მუნიციპალიტეტში სამოქალაქო სექტორის მობილიზებული ჯგუფების ნაკლებობაა, ამიტომ ეს კომპონენტიც ძალიან მნიშვნელოვანია და გააქტიურების სტიმულს მისცემს ინერტულად განწყობილ ჯგუფებს.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით