ბაღდათი - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

კატეგორია: შეხვედრები ავტორი: Super User გადასვლები: 1143

1 2

ბაღდათის სამუშაო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრაზე განიხილეს ჯგუფის წევრების მიერ შემუშავებული ეთიკის კოდექსი. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მონაწილეებმა ეთიკის კოდექსის კონკრეტულ მუხლებთან მიმართებაში თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები დააფიქსირეს. შეჯერდნენ, რომ დოკუმენტის სისრულეში მოყვანისათვის რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ჩაინიშნოს. ასევე ჯგუფმა დაიწყო მუშაობა გეგმის მიხედვით გაწერილ კიდევ ერთ აქტივობაზე - გამოავლინონ, თუ რა საჭიროებები გააჩნიათ კონკრეტულ განყოფილებებს და სამსახურებს თანამშრომელთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ამისთვის შესაბამის სამსახურებს დაეგზავნა წერილები და გამოთხოვილ იქნა ჩამონათვალი, რასაც შემდგომ სტრუქტურული სახე მიეცემა.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით