სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ვანში - აქტუალურ საკითხებზე

1 2 4

სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „თანადგომა 2020“ ხელმძღვანელმა ჯგუფის წევრებს წარუდგინა ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები. იმსჯელეს იმაზე, თუ რა საკითხები შევა ჯგუფის სამოქმედო გეგმაში. მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ჯგუფის წევრებს გააცნო ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტი.  კოდექსის საბოლოო ვარიანტის შემუშავებას ჯგუფი წლის ბოლომდე გეგმავს.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებთან

1 2 3 4 5

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან პარტნიორობით 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის გენდერზე პასუხისმგებელი პირი, მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოს წევრები, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსები, გენდერული მრჩევლები. განხილული იყო მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის დანერგვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა. საუბარი შეეხო კოვიდ-19-ის პირობებში შექმნილი ახალი რეალობის ფონზე გენდერული ბიუჯეტირების, პროგრამების შეფასების კუთხით არსებულ გამოწვევებს. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მონაწილეებს წარუდგინეს ჩატარებული კვლევებით გამოვლენილი პრობლემები, კოვიდ-19-ის პირობებში ძალადობის მსხვერპლების და რისკ-ჯგუფების მდგომარეობა, სხვადასხვა სტრუქტურისთვის შემუშავებული რეკომენდაციები. ისაუბრეს სამხარეო ადმინისტრაციების როლსა და ფუნქციებზე მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კოორდინაციაში; გენდერული საბჭოების საქმიანობის, მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ეროვნულ დონეზე შესაბამისი სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე; მეთოდოლოგიური დახმარების, სათანადო რესურსების აუცილებლობის საკითხზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ეთიკის კოდექსი, მონიტორინგის რეკომენდაციები - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ბაღდათში

1 2

 3 4

ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვას დაეთმო სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში. ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა მოვალეობები, რაც ხელს შეუწყობს კოდექსის დროულად შემუშავებას და შემდგომში მის მიღებას იურიდიულ დოკუმენტად. პარტნიორმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ჯგუფის წევრებს წარუდგინეს საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც სამოქმედო გეგმაში უნდა აისახოს.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

აქტიური სექტემბერ-ოქტომბერი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15

სექტემბერი და ოქტომბერი გამორჩეულად აქტიური თვეები იყო რაჭა-ლეჩხუმის და  ქვემო სვანეთის  მუნიციპალიტეტების სკოლებისათვის.

ამ რეგიონის პედაგოგებისათვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგების ციკლი ბულინგისა და ძალადობის თემაზე. შემდეგ კი მათ თავიანთ სკოლებში ჩაატარეს 43 აქტივობა:  საინფორმაციო შეხვედრები, პრეზენტაციები, საუბრები მშობლებთან, აქციები, ვიდეორგოლების შექმნა, ფილმების ჩვენება და დისკუსიები და ა.შ.

საერთო ჯამში პროექტში ჩაერთო რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის 16 სკოლა და 20 პედაგოგი.  

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

გეგმების განხილვა თერჯოლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე

1 2 3

ვებგვერდის განახლებასა და მონაწილეობით ბიუჯეტზე მსჯელობდნენ თერჯოლაში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. საკრებულოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ჯგუფის ახალი წევრები, საკრებულოს კომისიის ხელმძღვანელი და ფინანსური სამსახურის წარმომადგენელი.

სამომავლო გეგმების განხილვისას დაისვა მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლების საკითხი, რადგან ეს ელექტრონული სერვისი აუცილებელია. ასევე გაკეთდა აქცენტი მონაწილეობით ბიუჯეტზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს ახალი ბიუჯეტის განხილვაში და შეძლოს თავისი კონკრეტული საჭიროებების მოგვარება.

ეს ორი ძირითადი კომპონენტი ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს, ამიტომაც დაიგეგმა საკონსულტაციო შეხვედრა ფინანსური განყოფილების წევრებთან.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები