მეორე ტრენინგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

კატეგორია: ტრეინინგ-სემინარები ავტორი: Super User გადასვლები: 3059

   

 

ზუგდიდში მეორე ტრენინგი გაიმართა პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“ ფარგლებში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით). მასში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბაშის, კორცხელის, ნაცატუს, განმუხურის, გრიგოლიშის, დარჩელის, კიროვის ადმინისტრაციული ერთეულების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

პრობლემაზე მსჯელობა, კონკრეტული მაგალითები, დისკუსიები, რეკომენდაციების შემუშავება - ტრენინგის ყოველი მონაკვეთი საინტერესო და აქტიური იყო. რაც მთავარია. გამოჩნდა მონაწილეთასურვილი, ჩაერთონ ძალადობის პრევენციის პროცესში.

ტრენინგების ციკლი გრძელდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)