ტრენინგი პედაგოგებისთვის ქობულეთში

1 2 3 4 5 6 7 8

- ძალადობის პრობლემის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია  და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში, საერთაშორისო დოკუმენტები - ოთხდღიანი ტრენინგის თემატიკა მონაწილეთა ინტერაქტიული ჩართულობით,  ცოცხალი დისკუსიით გამოირჩეოდა.

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი მათთვის იყო კარგი შესაძლებლობა, გაეანალიზებინათ ოჯახში ძალადობის შედეგები, ეფიქრათ პრევენციულ მექანიზმებზე.

10-13 ივლისს ქობულეთში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პედაგოგების როლი ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“. მასში მონაწილეობდნენ იმერეთის 6 მუნიციპალიტეტის: წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, სამტრედიის, ვანისა და ბაღდათის სხვადასხვა სკოლის პედაგოგები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთ)

ქობულეთი: ტრენინგი „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“

1 2 3 4 5 6

„ჩვენ ვისაუბრეთ, რა რესურსები აქვთ ექიმებს ძალადობის იდენტიფიცირებისთვის და აუცილებლად დავნერგავთ პრაქტიკაში ამ მეთოდებს“...

„ასე სიღრმისეულად პირველად ვიმსჯელეთ პრობლემის მიზეზებზე, საკუთარი ქცევებიც შევაფასეთ, როდის ვიქცევით სწორად და როდის არასწორად, ეს გაზრდის ექიმების ჩართულობას მსხვერპლთა დახმარების საქმეში“...

ასე აფასებენ ექიმები ტრენინგს.

ეს იყო მეორე ტრენინგი თემაზე „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“, რომელიც გაიმართა ქობულეთში 19-22 ივნისს.

ტრენინგში მონაწილეობდა 19 სამედიცინო მუშაკი იმერეთის 5 მუნიციპალიტეტიდან (ბაღდათი, ხონი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია).

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 
მხარდაჭერით (პოლონეთ)

ტრენინგი თემაზე - კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერზე ორიენტირებული სისტემის გამოყენებით

1 2 3 4 5

ფონდი „სოხუმი“ მუშაობას იწყებს პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენას და მათ პრევენციას ადრეულ სტადიაში. 27 მაისს ფონდ „სოხუმში“ ამ თემაზე ტრენინგი გაიმართა.

- მონაცემების შეგროვება, მათი სისტემატიზაცია, პრიორიტეტების განსაზღვრა, რისკების პროგნოიზირება  და მათი მინიმალიზაცია გენდერული ორიენტირებით - ამ საკითხებზე  მონაწილეებმა ჯგუფური და ინდივიდუალური ფორმატით იმუშავეს. მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები სულ მალე აისახება სამუშაო პროცესში. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ტრენინგი ქობულეთში სამედიცინო პერსონალისთვის

1 2 3 4 5 6

15-19 ივნისს ქობულეთში ჩატარდა ტრენინგი მედიცინის მუშაკებისთვის. ტრენინგს ესწრებოდა 19 მონაწილე წყალტუბოს, ხონის, ვანის, თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებიდან.

ტრენინგზე, რომლის თემა იყო „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“, განიხილეს უამრავი საკითხი, მათ შორის: ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, სტამბოლის კონვენცია, რეფერირების მექანიზმები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფები...

მონაწილეები პირველად იყვნენ მსგავსი ფორმატის ტრენინგზე. მათი აზრით, ეს მუშაობა აქტუალური და საჭიროა.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია HumanDoc foundation 

მხარდაჭერით (პოლონეთ)

10 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები - ტრენინგზე ბორჯომში

1 2 3 4 5 7 8 6

4-7 აპრილს ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „კომპლექსური მიდგომები ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაში: გენდერული, სოციალური, პროგრამული და სამოქალაქო ბიუჯეტირება“.

ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, თერჯოლა, წალენჯიხა).

ტრენინგზე განხილული იყო თემები: ოჯახური ძალადობის პრევენცია - ოჯახის გაძლიერების კონცეფცია, რეფერირების სუბიექტების თანამშრომლობა და კოორდინაცია, გენდერული მეინსტრიმინგის არსი და მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკასა და პროგრამებში, მუნიციპალური პროგრამების გენდერული ანალიზი, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები, სამოქალაქო ბიუჯეტირების პრაქტიკა და გენდერული ბიუჯეტი.

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგმა შექმნა საუკეთესო სივრცე პოზიტიური გამოცდილების გაზიარებისა და არსებულ გამოწვევებზე დიალოგისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები