ქუთაისის თვითდახმარების ჯგუფში აქტიური, მონდომებული ქალები არიან. ზრუნავენ, რომ დევნილთა თემებში უკეთესი, უფრო უსაფრთხო და კომფორტული იყოს ცხოვრება. ჯგუფის წევრებმა წლის ბოლო შეხვედრაზე განსაკუთრებით სათემო ინიციატივებზე ისაუბრეს:
- კარგია, რომ ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში დამონტაჟდა შლაგბაუმი. ყველა კმაყოფილი და მადლიერია.
- ახლა მიმდინარეობს შიდა და გარე სამუშაოები. შესაღებია ფოიე, ასასვლელი კიბეები. გასაწმენდია ნესტისგან დაზიანებული კედლები, გაკეთდება პანდუსი.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
წლის ბოლო შეხვედრა ჩაატარეს წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა და შეაჯამეს ჯგუფის მუშაობაც:
„სასიხარულოა, რომ ჩვენ მოვაგვარეთ ჩვენს დასახლებებში არსებული პრობლემები“.
„ამ პროექტის მეშვეობით ჩვენ თემის ლიდერებად ჩამოვყალიბდით და ხელი შევუწყვეთ კონკრეტული პრობლემების მოგვარებას“.
შეხვედრაზე საუბარი იყო ინიციატივებზე, კოპიტნარის დევნილთა დასახლების ინიციატივაზე, რომელიც დაფინანსდა და ტექნიკური დეტალების მოგვარების პროცესშია.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ფოთის თვითდახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს 16-დღიან კამპანიაზე: ისტორიასა და ძირითად მიზნებზე, ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე.
ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქალთა ფონდი „სოხუმის“ შემუშავებულ თემატურ საინფორმაციო მასალებს საკუთარ თემში გაავრცელებენ და აქტიურად ჩაერთვებიან ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში.
მონაწილეებმა ასევე განიხილეს თვითდახმარების ჯგუფის სათემო ინიციატივები. წარმოდგენილი განაცხადები დამტკიცდა და განხორციელება დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, რომელშიც გაერთიანებულია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ხონის თვითდახმარების ჯგუფში შეხვედრაზე მოწვეული იყო სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარებულთა დახმარების სააგენტოს ქუთაისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსი ნინო ხონელიძე.
შეხვედრის მიზანი იყო ჯგუფის წევრთა ინფორმირება ძალადობის შესახებ, პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული ადგილობრივი და სახელმწიფო სერვისების პოპულარიზება.
მათ მიიღეს პასუხები თავიანთ კითხვებზე, ასევე გადაეცათ ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო მასალები.
შეხვედრის მეორე ნაწილი სათემო ინიციატივების თემას დაეთმო. თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა პროექტები და როდის შეძლებენ მათ დაწყებას.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
რას მოიაზრებს 16-დღიანი კამპანია, რა ისტორია აქვს და რა მიზანი? - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა სენაკის თვითდახმარების ჯგუფის წევრებთან, რადგან შეხვედრა კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ქალზე ძალადობა არის ბოროტება და ბოროტებას ქალთა ინფორმირებულობა უნდა დაუპირისპირდეს. ჯგუფის წევრებს გადაეცათ თემატური ბროშურები, რომელთაც საკუთარ თემებში დაარიგებენ.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჯგუფის მიერ წარდგენილ სათემო ინიციატივებზე. განაცხადები დამტკიცებულია და ინიციატივები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ქუთაისში თვითდახმარების ჯგუფმა ინიციატივისთვის პრობლემა გამოავლინა ჩატარებული ანკეტირების შედეგად, რაც შემდგომ დასაბუთდა დასახლების კრებაზე.
ნიკეას ქუჩაზე დევნილთა დასახლების ეზოს აქვს ორი შემოსასვლელი, არცერთ მხარეს არ არის ჭიშკარი. შემოდიოდნენ უცხო მანქანები, ბავშვებისთვის არ იყო უსაფრთხო სივრცე. ამიტომ თემში გადაწყვიტეს შლაგბაუმის დამონტაჟება. მეორე საჭიროებად შეირჩა სადარბაზოს და პანდუსების კოსმეტიკური რემონტი.
უკვე დაიწყო ინიციატივების განხორციელება. მხარდამჭერია ქალთა ფონდი „სოხუმი“, ხოლო ფიზიკურ სამუშაოებში მოხალისეებად ჩაერთნენ დასახლების მცხოვრებლები.
ჭომის დევნილთა დასახლებაშიც დაიწყეს მუშაობა ორი პრობლემის გადასაჭრელად სამოქალაქო ინიციატივების შემუშავებისათვის.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ფოთის დევნილთა დასახლებაში ბინების ნუმერაციის პრობლემა გადაწყდა - თვითდახმარების ჯგუფის აქტიური მუშაობით 37 კორპუსს პირველად მიეკრა ნომრები. აწი გაგრის და აფხაზეთის ქუჩებზე კორპუსის პოვნა გამარტივდება.
თემში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნომრების არარსებობა დაბრკოლებას ქმნიდა - გადაუდებელი სამსახურების გამოძახებისას კორპუსის პოვნა ჭირდა, რაც რისკს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.
პრობლემის მოსაგვარებლად დამზადდა ნუმერაციის 37 ტაბლო და დასახლებას გადაეცა ყველა საჭირო მასალით (სამაგრი, სილიკონი, ხრახნდამჭერი). გაკვრის პროცესში მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო.
მსგავსი ტიპის მხარდაჭერით დევნილთა დასახლებას არასდროს უსარგებლია და ამ ინიციატივამ თემში განსაკუთრებული მადლიერება და მოტივაცია შექმნა.
სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში ფოთის თვითდახმარების ჯგუფი გეგმავს სხვა პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრას.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა საჭიროებების იდენტიფიცირების შემდეგ დაიწყეს კონკრეტული პრობლემების მოგვარება, რაც სამოქალაქო ინიციატივების მეშვეობით ხორციელდება.
კონკურსში ჯგუფმა წარმოადგინა 6 პროექტი, რომელთაგან 3 დაფინანსდა:
ყოფილი სტატისტიკის შენობის ეზოს შემოღობვა დევნილთა საცხოვრებელი სივრცის კეთილმოწყობისა და უსაფრთხოებისთვის
აფხაზეთის ქუჩაზე კორპუსების სარდაფებში ბადეების დამონტაჟება (რათა თავიდან იქნას აცილებული ნაგვის მოხვედრა და წყლის დატბორვა) და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა (ურიკები, ნიჩბები, ხელთათმანები, ტომრები)
9 აპრილის ქუჩაზე გარე სკამების დადგმა და სადარბაზოებში მცირე ზომის ნაგვის ურნების დამონტაჟება
ამ ინიციატივების განხორციელება გააუმჯობესებს დევნილთა საცხოვრებელ პირობებს წყალტუბოს სამ კომპაქტურ დასახლებაში.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
ანკეტური გამოკითხვა, გამოვლენილი პრობლემების განხილვა თემში, ინიციატივების შემუშავება და პროექტად ჩამოყალიბება - ეს თვითდახმარების ჯგუფის ბოლო აქტივობებია, რომლებმაც ხელი შეუწყო სოციალური გააქტიურების პროცესს სენაკის დევნილთა თემში.
თვითდახმარების ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ინიციატივების განხორციელებაზე, პასუხისმგებელ პირებზე.
ანკეტირებით გამოვლენილი პრობლემები საპროექტო ფორმაში საბოლოო სახეს მიიღებს. მასში დეტალურად იქნება გაწერილი, რა შედეგებს მოიტანს ინიციატივები და რამდენად დაეხმარება თემის საჭიროებების მოგვარებას.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
მორიგი შეხვედრა გაიმართა თვითდახმარების ჯგუფის წევრებთან ხონში, აფხაზეთის ქუჩაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს ინიციატივებზე, რომელთაც პროექტის სახე უნდა მისცენ და შემდეგ საკონკურსო ჟიურის მხარდაჭერაც მიიღონ; განიხილეს პრობლემის აღწერა, აქტივობების გაწერა, ბიუჯეტის დაგეგმვა; იმსჯელეს მდგრადობასა და გრძელვადიან შედეგზე.
შეხვედრის ბოლოს მოამზადეს კონკრეტული ინიციატივის სამუშაო ვერსია და ერთად დაათვალიერეს სკვერები, რომელთა განახლება იგეგმება პროექტის ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
