პროექტის მონიტორინგი, მიღწევების შეფასება

„დღეს ინტერნეტს დიდი ადგილი უჭირავს ინფორმირების კუთხით და ამ სივრცეში ასეთი სერიოზული ინფორმაციული ბაზის არსებობა მნიშვნელოვნად მიმაჩნია“.

„ამ საიტზე ერთად მოიყარა თავი ყველაფერმა, რასაც სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები აკეთებენ. ამიტომ აქტიურად უნდა ჩავერთოთ მისი პოპულარიზაციის პროცესში.“

ეს არის იმ გამოხმაურებების ნაწილი, რომლებიც  მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა.

თებერვალში ჩატარდა პროექტის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ შიდა მონიტორინგი, შეფასდა აქტივობების ეფექტურობა და მიღწევები, მოხდა მიღებული გაკვეთილების იდენტიფიცირება და შემუშავდა რეკომენდაციები საქმიანობის გაუმჯობესებისთვის.

ონლაინ ანკეტირებამ მოიცვა პირდაპირი ბენეფიციარები 10 სამიზნე მუნციპალიტეტში, ხოლო თვისებრივი ინფორმაციის მიღების მიზნით გაიმართა 4 ინტერვიუ და 4 ფოკუს-ჯგუფი ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებთან. 

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

Image Gallery

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები