სამოქმედო გეგმის განხორციელება თერჯოლის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანია. გეგმით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი უკვე შესრულდა. ახლა მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვაზე მუშაობენ. მუნიციპალიტეტში ჩატარებულ მორიგ შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილეს და ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა შემდეგი აქტივობები: მერთან კონსულტაცია, თანხის განსაზღვრა, საკონკურსო კომისიის ჩამოყალიბება, კონკურსის გამოცხადება. ცდილობენ, აპრილის ბოლომდე მოაგვარონ ეს საკითხი, რომ სამოქმედო გეგმაში მალე კიდევ ერთი პუნქტი დაფიქსირდეს შესრულებულად.         

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

სამოქალაქო საზოგადოების სამი ახალი ორგანიზაცია შეიქმნა თერჯოლაში - როგორც იყო გათვალისწინებული პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

ეს არის პროექტის ერთ-ერთი კარგი შედეგი, რადგან თერჯოლაში ცოტაა ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებების მოგვარებისთვის მუშაობს.

ამ ორგანიზაციებთან ჩატარებულ შეხვედრაზე ისაუბრეს დასახულ გეგმებზე. ამ გეგმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საგრანტო კონკურსი, რომელშიც აქტიურად  ჩაერთვებიან ახალი ორგანიზაციები და ეს მათთვის საქმიანობის კარგი სტარტი იქნება.

დონორი ორგანიზაციები

Image
Image
Image

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები