10-11 თებერვალს საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ცაგერსა და ამბროლაურში მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციების და ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან,  სადაც განხილული იქნა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში დაგეგმილი მესამე მონიტორინგის კითხვარი, განისაზღვრა რესპონდენტები. გამოიკვეთა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და ინკლუზიურობის კუთხით დღის წესრიგში მდგარი დასაძლევი გამოწვევები, რომელზედაც ქვეგრანტების ფარგლებში შემუშავდება მინიპროექტები ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მიერ.

ნაყოფიერი თანამშრომლობა გრძელდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო და სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები. იწყება საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მესამე ეტაპი.

ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ ჩართულობას სთავაზობს მოსახლეობას, რადგან მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა აზრი პრიორიტეტულად მიაჩნია.

ცაგერში აქტიურად მუშაობს ორი ორგანიზაცია: „აქტიური მოქალაქე -ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ და „ქალთა უფლებებისა და თანასწორობის ცენტრი“.

საინფორმაციო სააგენტო „რეგიონული კვირა“ ასახავს მუშაობას პროექტში „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

დონორი ორგანიზაციები

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები