ქუთაისის ახალგაზრდულმა კლუბმა მორიგი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა.

კლუბის ლიდერმა, მონაწილეებს წარუდგინა 2 პრეზენტაცია თემაზე "12 აგვისტო - ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე" . მონაწილეებმა  გაიგეს, როდის და რატომ დაწესდა ახალგაზრდობის დღე, ასევე გაეცნენ ინფორმაციას  მსოფლიოში წარმატებული ახალგაზრდების შესახებ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი  წლიური მუშაობა შეაფასეს, ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზეც.

სამომავლო გეგმები, წლიური მუშაობის შეფასება, ქალთა როლი ქვეყნის განვითარების საქმეში-ამ საკითხებზე ისაუბრეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.ჩატრებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობებიც შეაფასეს.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფიც შეუერთდა.ახალგაზრდებმა სპეციალური პრეზენტაცია მოამზადეს დაკიდევ ერთხელ ისაუბრეს საკუთარ როლზე ქვეყნის წინსვლის საქმეში.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე პირველად  2000 წლის 12 აგვისტოს აღინიშნა.

ჩვენ შეგიძლია ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს განვითარებისთვის, ახლგაზრდული ძალა მნიშვნელოვანია!-ამ შემართებით შეუერთდნენ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები. მათ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში საკუთარ როლსა და ახალგაზრდულ ძალაზე ისაუბრეს.

საინტერესო შეხვედრა ჩატარეს სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა .მონაწილეებმა შეაფასეს წლიური მუშაობა, შესაძლებლობები, თავიათი რესურსები და სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

-უსაფრთხო, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, დასაქმების  დაბალი პერსპექტივები, ახალგაზრდული პროგრამების სიმცირე, სტიგმატური აზროვნება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით-  წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრები  ამ გამოწვევებს ყველაზე აქტუალურად მიიჩნევენ და  გამოსავლად ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებას მიიჩნევენ.

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ბოლო ერთი წლის შედეგები შეაჯამეს.  წარმატებულ ქალთა ისტორიების პოპულარიზება, პრობლემათა ადვოკატირება, ქალთა ინფორმირება და ეკონომიკურ პროგრამებში ჩართვა -ეს საკითხები შედეგების ჩამონათვალში დასახელდა.

სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდების საერთაშორისო  დღე აღნიშნეს. შეაჯამეს ის შედეგები, რომელიც მათ პროექტში ჩართულობით მიიღეს. ისაუბრეს მიზნებსა და გამოწვევებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.

,,ჩვენ უფლება გვაქვს ვიცხოვროთ უსაფრთხო, არაძალადობრივ გარემოში, უნდა არსებობდეს მრავლფეროვანი მუნიციპალური პროგრამები, რაც მეტ პერსპექტივებს შექმნის ახალგაზრდებისთვის.,, -ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ მონაწილეებს.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს. ისაუბრეს სამშვიდობო სტრატეგიასა და ადვოკატირების პროცესებზე.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კვლევის შედეგად გამოკვეთილი 2 პრობლემის ადვოკატირების გეგმაზე იმუშავა. ქალბატონებმა  ის რისკებიც გათვალეს, რომელიც ადვოკატირების პროცესში შეიძლება წარმოიქმნას.

 ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი მინი-პროექტები შეაფასეს. ფორუმ-თეატრის გამოყენებით დებატების მოწყობა მათთვის სიახლე იყო. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მინი-პროექტის საშუალებით მათ ძალადობის პრობლემის პრევენციის საქმეში საკუთარი როლი დაინახეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა ჯგუფის წევრებმა ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით გამოკვეთილ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. პრობლემად დასახელდა სოფელში არასაკმარისი სანაგვე ურნები .

მეორე საკითხი კი არის სწრაფი ინტერნეტის არქონა.სოფელში არის ინტერნეტი, მაგრამ დაბალი ხარისხის,ამიტომ ჯგუფის წევრები ისეთი კომპანიის შეყვანის ადვოკატირებაზე მუშაობენ, რომელსაც ხარისხიან ინტერნეტი და ტელევიზიის პაკეტი ექნება.

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა რეკომენდაციების გათვალისწინებით ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე შეაჩერა არჩევანი: „მარიახუანის მოხმარება მოზარდებში“, და „მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდული საჭიროებების ასახვა“.  ჯგუფის წევრებმა  ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს. მასში დეტალურად აისახა ის აქტივობები, რომელიც პრობლემის მოსაგვარებლად არის აუცილებელი, განისაზღვრა ვადები და პასუხისმგებელი პირები.

წყალტუბოს პირველ და მეოთხე სკოლაში არსებულმა ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი მინი-პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები შეაფასეს.

მონაწილეთა შეფასებით პროექტზე მუშაობამ მათ ბევრი გამოცდილება შესძინა. მიაჩნიათ, რომ მათ შეძლეს, ფორუმ-თეატრის გამოყენებით ემსჯელათ ოჯახური ძალადობის, ბულინგის, გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ეფიქრათ გამოსავალზე.

ადამიანური უსაფრთხოების კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე იწყებს მუშაობს ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრები ორი მწვავე და აქტუალური პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან- მოზარდების ინფორმირებას ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ და მუნიციპალიტეტში არსებული ქვეპროგრამების შესწავლას, ასევე დამატებით, სხვა საჭირო პროგრამის ადვოკატირებას. ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს, აქტივობები გაწერეს, პასუხისმგებელი პირები და ვადები განსაზღვრეს.

ახალგაზრდული კლუბის წევრებმა კი პროექტზე “ბულინგი და მისი სახეები” ისაუბრეს,განიხილეს ის გამოწვევები და უნარები, რომელთა გამომუშავებაც პროექტის ფარგლებში შეძლეს. ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. კლუბს ახალი წევრები შეუერთდნენ. მათ ინფორმაცია კლუბისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ ,,სოხუმის,, საქმიანობის შესახებ მიიღეს. წევრების დაახლოების მიზნით, შეხვედრაზე გაცნობითი და სახალხო აქტივობები ჩატარდა .

ხონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა პროექტი "ვუთხრათ არა ძალადობას!" შეაფასეს. ფორუმ თეატრის მეთოდის დახმარებით დამსწრე საზოგადოებას დაანახეს მწვავე და აქტუალური პრობლემა, რომელიც არსებობს რეალურ ცხოვრებაში.

ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მათთვის უცხო ამ გამოწვევას თავი ღირსეულად გაართვეს და საზოგადოებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურეს.

ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრები კი სამშენებლო მიმართულებით კადრების გადამზადებაზე იმუშავებენ, რათა თანამედროვე გამოწვევებს ღირსეულად შეხვდნენ .

მეორე  ჯგუფის წევრებმა ადვოკატირებისთვის მიუსაფარი ძაღლების პრობლემა აირჩიეს . შეხვედრებზე ორივე ჯგუფმა  გეგმასა და  აქტივობებზე იმუშავა.უკვე შერჩეულია პასუხისმგებელი პირები და ვადებიც განისაზღვრა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები