ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ჩატარებული კვლევიდან აქტუალური პრობლემები შეარჩია.მათ მომზადეს სამუშაო ადვოკატირების გეგმა, დაიგეგმა  კამპანია, გაიწერა კონკრეტული აქტივობები.

სოფელ დიდინეძის  ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი მინი-პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტი შეაფასეს.

მათი თქმით, ფორუმ თეტრის საშუალებით შეძ₾ეს და საზოგადოებას  ძალადობის წინააღმდეგ კონკრეტული მესიჯები გაუგზავნეს .

ახალგაზრდული ჯგუფი კიდევ არაერთ საჭირბოროტო საკითხზე გეგმავს ფორუმ თეატრის წარმოდგენების გამართვას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლების შედეგად  გამოკვეთილი პრობლემები შეაჯამეს.ქალებისთვის , რომლებიც ცხოვრობენ ხურჩაში ,უსაფრთხოების კუთხით პრობლემას წარმოადგენს ცენტრალური გზის განათების არარსებობა.ეს არის გზა ცენტრალური ხიდიდან აფხაზეთის საზღვრამდე.

არა ნაკლებ მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა  სანიაღვრე არხების გაუმართაობა,

რაც თავის მხრივ ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც ეხება, რადგანაც ძლიერი წვიმების დროს ნათესები  და ნარგავები ზიანდება .

ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი მინი-პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტი შეაფასეს.

შეხვედრაზე ფორუმ თეატრში წარმოჩენილი პრობლემის შესახებ დისკუსია გაიმართა, განიხილეს მოგვარების გზები და პროცესში ახალგაზრდების  ჩართულობის შესაძლებლობა.

ოჯახური კონფლიქტები, დისკრიმინაცია, ბულინგი, გენდერული თანასწორობა, ფემიციდი- ეს აქტუალური საკითხები ახალგაზრდებმა მათ მიერ შემუშავებული მინი-პროექტებისთვის აარჩიეს.

 პროექტის ფარგლებში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდის  ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების ბაზაზე ფორუმ-თეატრები შეიქმნა. თითოეულ ჯგუფში ორ-ორი სცენარი მომზადდა.

ორი თვის განმავლობაში  ახალგაზრდებმა ფორუმ-თეატრის ფორმატის გამოყენებით სულ 42 შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრები სხვადასხვა ლოკაციას მოიცავდა: ქალაქებისა და სოფლების სკოლები, დასახლებები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

გენდერული თანასწორობის, ბულინგის, ოჯახური ძალადობის, ფემიციდის  საკითხებზე არა ერთი დისკუსია გაიმართა. შეხვედრებზე იმსჯელეს პრობლემების აქტუალობაზე და ისაუბრეს გადაჭრის გზებზეც.

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლევიდან აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შედგენაზეც იმუშავეს .

ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების კონკრეტული აქტივობები და პასუხისმგებელი პირებიც განსაზღვრეს.

ახალგაზრდული კლუბის წევრები მინი პროექტის ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.

ფორუმ თეატრის  მეთოდის საშუალებით მაყურებელს   ძალადობის შესახებ უყვებიან.

შეხვედრაზე მონაწლეებმა გადმოსცეს ემოციები, რომლებიც მათ სცენების ჩვენებისას და უკუკავშირის დროს  მიიღეს.

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სტამბულში გამართული შერეული(ქართული, ოსური და აფხაზური) შეხვედრის შესახებ ინფორმაციები მოისმინეს. იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელოვანია  პირისპირ შეხვედრები და ინფორმაციების გაცვლის შესაძლებლობა.

შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა  კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემები გაანალიზეს და ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს.

საინტერესო დისკუსიის ფონზე გაგრძელდა შეხვედრა ახალგაზრდულ ჯგუფთან. მონაწილეებმა მინი-პროექტის მიმდინარეობაზე, მიღებულ შედეგებსა და იმ ემოციებზე ისაუბრეს, რომელიც ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს ახლდა თან. 

წყალტუბოში  ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა  ის პრობლემები გაანალიზეს, რომელთა ადვოკატირებაც  ადგილობრივი რესურსებით არის შესაძლებელი. ასევე ადვოკატირების გეგმებზე იმუშავეს, რომლითაც პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა იზრდება. 

წყალტუბოს პირველ და მეოთხე სკოლებში არსებული ახალგაზრდული კლუბების წევრებმა კი მინი-პროექტების მიმდინარეობა  შეაფასეს. ისაუბრეს,თუ როგორ მიიღო  მაყურებელმა ფორუმ-თეატრის ელემენტებით წარმოდგენილი ძალადობის სცენები. მათი შეაფასებით , მაყურებელი  მათთან ერთად ფიქრობდა, მსჯელობდა და ეძებდა გამოსავალს.

ხონის ქალთა  ორივე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შედგენაზე იმუშავეს .ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების კონკრეტული აქტივობები და პასუხისმგებელი პირებიც განსაზღვრეს.

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრები კი მინი-პროექტის ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.ფორუმ თეატრის  მეთოდის საშუალებით მაყურებელს  ესაუბრებიან ძალადობის სისასტიკესა და მის მავნე შედეგებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ჩატარებული კვლევის „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე იმუშავა.აქტუალური პრობლემების მიხედვით მომზადდა  ადვოკატირების გეგმა,გაიწერა კონკრეტული აქტივობები.

დიდინეძის ახალგაზრდული ფორუმ თეატრის მონაწილეებმა კი ორულუსა და კოკის  საჯარო სკოლებში წარმოდგენები გამართეს.

ჩვენებებმა დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა.ნორჩმა მსახიობებმა მოკლე და კონკრეტული მესიჯები გაუგზავნეს საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ. ნაჩვენები იყო,თუ როგორ შეიძლება სსსმ მოსწავლის ჩართვა ყველა სხვა მოსწავლესთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში.

სპექტაკლების შემდეგ წამოჭრილ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა.

ახალგაზრდულმა კლუბმა ფორუმ თეატრის კიდევ ერთი  ჩვენება  დიდინეძის თემში , სოფლის საზოგადოების წინაშე გამართა.მსახიობებმა კონფლიქტის თემაზე ორი სცენა წარადგინეს.

„განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან  ჩატარდა ტრენინგი თემაზე:„ ადვოკატირება მტკიცებულებების საფუძველზე“

შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებს მეტი გაეგოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ადვოკატირების განხორციელების ფორმების შესახებ.

ქალბატონებმა იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების პროცესის ჯეროვნად ჩატარების შემაფერხებელ ფაქტორებზე, გამოავლინეს პრობლემები, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებული მხარეები; შეიმუშავეს  ადვოკატირების ჩარჩო გეგმის სამუშაო დოკუმენტი.

სოფელ კოკის ახალგაზრდულმა კლუბმა კი პროექტის „ გადაამოწმე ინფორმაცია“ ფარგლებში, მედია-წიგნიერების თემაზე ფორუმ-თეატრის ჩვენება გამართა.

პროექტის მხარდამჭერია USAID .

თანამედროვე ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს სჯეროდეთ,  რომ მათ შეუძლიათ ირგვლივ არსებული რეალობის შეცვლა.

ფორუმ-თეატრი  სწორედ ამ რწმენის გამტკიცებისკენ არის მიმართული.

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ჩატარებული კვლევის „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე იმუშავა.აქტუალური პრობლემების მიხედვით მომზადდა  ადვოკატირების გეგმა,გაიწერა კონკრეტული აქტივობები.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები