ეს ქობულეთის ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პირველი წარმატებული შედეგია!

ყველაფერი ასე დაიწყო:

ფონდი „სოხუმი“ ადგილობრივი თვითმმართველობების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან  მათი შექმნის დღიდან თანამშრომლობს. ამ ჩამონათვალში ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2019 წელს მოხვდა. 11 მუნიციპალიტეტიდან ის იყო ერთადერთი, რომელსაც არცერთი პროგრამა არ ჰქონდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისათვის.

ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირებისა და მონიტორინგის ჯგუფმა და თბილისის წარმომადგენლობამ აქტიური მუშაობა დაიწყეს პროგრამის შემუშავებისთვის.

მე ვისწავლე, მივხვდი, გავიგე, უკვე შემიძლია - ამ სიტყვებს მოზარდები ამბობენ ჩვენი ვორკშოპების შემდეგ.

ეს სიტყვები ცვლილებებს გამოხატავს მათ ხასიათში, ქცევაში, დამოკიდებულებებში.

სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი: ამ გოგო-ბიჭებს ესწავლათ, გაეგოთ, გაეკეთებინათ...

„კონფლიქტის მართვის სწავლება სკოლებში“ - ასე ჰქვია მეთოდოლოგიას, რომლითაც ხელმძღვანელობს ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული მიმართულების კონფლიქტოლოგი  ლარისა (ლელა) შენგელია.

წესი ასეთია: სკოლაში შეირჩევა ჯგუფი 10-15 მოსწავლისგან - ძირითადად, მეშვიდე-მეცხრეკლასელები. ჯგუფთან თვეში ერთხელ იმართება ვორკშოპი სხვადასხვა თემაზე: რა არის კონფლიქტი, კონფლიქტის სტადიები,  კონფლიქტის მოგვარება ადრეულ სტადიაზე და ა.შ.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები