ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ეკატერინე გამახარიამ მადრიდში WAVE ქსელის მიერ გამართულ 25-ე საერთაშორისო კონფერეციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია მიეძღვნა თემას „ინსტიტუციური ძალადობა და მისი გავლენა ქალთა უფლებებზე ევროპაში“, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე ქალთა უფლებადამცველმა იმსჯელა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან  ძალადობაგამოვლილ ქალთა, ქალ მიგრანტთა, შშმ პირთა მიმართ ინსტიტუციურ ძალადობაზე.

კონფერენციის დროს ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო პარალელურ პანელურ დისკუსიაში ეუთოსა (OSCE) და ქსელი WAVE-ის პროექტში ჩართულ პარტნიორ არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მათ შორის: ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა), სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ფონდი „გაერთიანებული ქალები ბანია ლუკა“ (ბოსნია&ჰერცეგოვინა), შესაძლებლობა ჰქონდა გაეზიარებინა ინფორმაცია გზამკვლევის შესახებ „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ რომელშიც აღწერილია უკრაინის, სომხეთის, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას ქალთა ორგანიზაციების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები, კონფლიქტით დაზარალებული ქალების მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით ომის, გაჭიანურებული კონფლიქტების და პოსტკონფლიქტურ პირობებში.

პრაქტიკული სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია აქ

https://wave-network.org/wp-content/uploads/Toolkit-Georgian.pdf?fbclid=IwAR3bT0Nl8ZZEPGu_nDngNvZZwEjzP3azYivMGBXngyIt0eUQwDD7zxs4o6w

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან მშვიდობის თემაზე  ტრენინგი ჩატარდა .

მონაწილეებმა ისაუბრეს, რას ნიშნავს მათთვის მშვიდობა.

იმიტირებული სავარჯიშოს დახმარებით იმსჯელეს  რომ მშვიდობისთვის  აუცილებელია დიალოგი, ურთიერთობა, თანამშრომლობა, ნდობა, ტოლერანტობა.

ტრენინგზე გამოიკვეთა, რამდენად მნიშვნელვანია ახალგაზრდების  ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში.

სოფელ კოკის ქალთა  საინიციატივო ჯგუფი კი გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე მუშაობს . შეხვედრაზე მონაწილეებმა  ერთმანეთს  ადვოკატირების კუთხით მიღწეული შედეგები გაუზიარეს, ისაუბრეს, თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს მუშაობა.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდა გამართა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით (ორგანიზატორი - მუნიციპალური გენდერული საბჭო).

შეკრებილებმა ისაუბრეს ძალადობის პრევენციასა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვაზე, იმსჯელეს ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ სიტუაციასა და სოციალურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

ძირითადი აქცენტი გაკეთდა ადგილობრივ სტრუქტურებს შორის პარტნიორობაზე ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებისთვის.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერი, გენდერული ძალადობა, ძალადობის იდენტიფიკაცია, ბავშვთან კომუნიკაცია და რეფერირების ეტაპები, სამართლებრივი მექანიზმები და საერთაშორისო დოკუმენტები, პედაგოგების როლი ძალადობის პრევენციაში - ეს საკითხები განიხილეს ტრენინგზე, რომელიც ქუთაისში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა პედაგოგებისთვის.

მონაწილეები წარმოადგენდნენ 6 მუნიციპალიტეტს (ჩოხატაური, ვანი, ხონი, ზუგდიდი, წყალტუბო და ბაღდათი). ისინი აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, დისკუსიებში, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას.

აღინიშნა, რომ ტრენინგის მონაწილეები თავიანთ სკოლებში დანერგავენ გენდერულ მიდგომებს, ხელს შეუწყობენ სტერეოტიპების მსხვრევას და ძალადობის პრევენციას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი ყოველთვიურ შეხვედრებს აქტიურად იყენებს პრობლემათა პრიორიტეტებად დაყოფა-ადვოკატირებისთვის. მიმდინარე თვეებში ადვოკატირების პროცესი დაეთმობა მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს.

მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს დევნილთა პრობლემური კორპუსების  „ნესტდამცავი“  მასალით შეფუთვაზე. ეს საკითხი ფინანსურად დიდ რესურსს მოითხოვს, ამიტომ ადვოკატირება ცენტრალურ დონეზე გადაწყდა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

 11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა- ამ ინფორმაციით დაიწყო შეხვედრები წყალტუბოს ახალგაზრდულ ჯგუფებთან. მონაწილეებმა გენდერულ თანასწორობასა და  ქალთა უფლებებზე ისაუბრეს.გაიმართა დისკუსია.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სოფლად მცხოვრები ქალის  დღე აღნიშნეს. ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც სოფელში მცხოვრები ქალები აწყდებიან-ოჯახებში არსებული გენდერული დისბალანსი და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მძიმე ფიზიკური დატვირთვა.

აღინიშნა, რომ ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას.

 ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები დასახული პრობლემის ადვოკატირების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, ფიქრია ხაჭაპურიძეს შეხვდნენ.

მონაწილეები გაეცნენ  ინფორმაციას  სოციალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ. გაიგეს, თუ ვის და როგორ შეუძლია სარგებლობა მოცემული პროგრამებით.საკითხმა დამსწრეთა დაინტერესება გამოიწვია, აღინიშნა,რომ აქტუალობიდან გამომდინარე, შეხვედრა ინფორმაციული და საინტერესო იყო.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა კი  გოგონათა საერთაშორისო დღის შესახებ პრეზენტაცია იხილეს.გაიგეს დღის შექმნის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.

კლუბის წევრები გენდერული თანასწორობის შესახებ გამართულ დისკუსიაში ჩაერთნენ.

დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს პრობლემების მოგვარებისა და  ცნობიერების ამაღლების გზებზე.

შეხვედრაზე კლუბში ახალი წევრები მიიღეს.

ოქტომბერში ახალმა ახალგაზრდულმა ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა. ტრენინგები  გაიმართა ხობის, თერჯოლის, სამტრედიის, სენაკის და ვანის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.

პირველ შეხვედრებზე მონაწილეებმა ერთმანეთი გაიცნეს და საინტერესო თემებიც განიხილეს. ისინი აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში, ისაუბრეს ინიციატივებსა და ღონისძიებებზე, რომელთაც ჩაატარებენ კურსის ფარგლებში. შეხვედრებს ესწრებოდა რამდენიმე პედაგოგი და მშობელი.

ტრენერები იმედოვნებენ, რომ ახალ ჯგუფებთან ექვსთვიანი მუშაობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც  წინა ჯგუფებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი სოციალური კლიპი ასახავს იმ მნიშვნელოვან სტრატეგიებს და მოქმედებებს, რაც განმსაზღვრელია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციის ეფექტიანობისთვის და ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის უმთავრეს მიმართულებებს წარმოადგენს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები