სტატია გაზეთ „P.S.“-ში

1გაზეთ „P.S.“-ში დაიბეჭდა სტატია „ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა პოლონეთის მაგალითზე“ (სტატიის ავტორი - ეკატერინე გამახარია, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი, ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში).

სტატია წარმოადგენს იაგელონიის უნივერსიტეტის, სოციოლოგიური ინსტიტუტის დოქტორის, კატარჟინა ზელინსკას ანალიტიკური ნაშრომის მოკლე მიმოხილვას, რომელიც დაიწერა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობისათვის“ ფარგლებში, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

დაბეჭდვა