„ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“

„ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში  - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“ - ასე ეწოდება ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის კონსოლიდირებულ მონაცემთა  ანგარიშს.

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის  დამოკიდებულებების შესწავლა ქალის მონაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებსა და სტერეოტიპებზე ქალის როლის შესახებ, შემაფერხებელ ბარიერებსა და ხელისშემწყობ ფაქტორებზე.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

 

განახლდა პარასკევი, 30 სექტემბერი 2022 15:52

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები