როგორ გავხდი წარმატებული - ნათია ჯიმშელეიშვილი

ყოველთვის ისმის შეკითხვა ჩემი და სხვათა მისამართით, როგორ გავხდი წარმატებული ქალბატონი. ამ თემაზე ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ შეხვედრაზე მომიწია საუბარი.

ვფიქრობ, საინტერესოდ ავხსენი წარმატების ჩემებური ფორმულა.

წარმატების მისაღწევად ყველა ადამიანმა ინდივიდუალური გზა უნდა შეიმუშავოს, რაც ყველაზე მთავარს - შრომისმოყვარეობას, მუდმივ მოძრაობას, მიზანდასახულობას, ლოგიკურად აზროვნების უნარსა და ცოტა იღბალსაც მოიცავს.

არ ვთვლი, რომ სხვის მიერ განვლილი გზა წარმატებისკენ ჩემთვის ნათელი მაგალითია, რადგან ყველაფერი ინდივიდუალურია, როგორც თავად ადამიანი, ასევე, მისი უნარები და შესაძლებლობები, ამიტომ ჩვენი სამუშაო გეგმა სწორედ მაშინ მოგვიტანს შედეგს, როცა ჩვენს შესაძლებლობებზე იქნება მორგებული.

ბავშვობიდან გამოვირჩეოდი არაერთმხრივი  შემოქმედებითი უნარით და დღემდე ამ უნარებს ვავითარებ, უფროსწორად, ნებისმიერ საქმიანობას შემოქმედებითად ვუდგები. სირთულეებსაც ადვილად ვუმკლავდები, მიზნისკენ სვლისას, თავისთავადია, არაერთგვაროვანი პრობლემის არსებობა, მაგრამ ეს ვერ უშლის ხელს საქმისადმი სწრაფვას.

წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვანია კომუნიკაბელურობა.

ყოველთვის მქონდა სურვილი რეალური შესაძლებლობები გამომეყენებინა წარმატების მისაღწევად, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ხარჯავ შენში არსებულ რესურსს.

იმისათვის რომ გახდე წარმატებული ადამიანი, ლოგიკურად უნდა მიჰყვე დასახული მიზნისკენ სავალ გზას.

ნათია ჯიმშელეიშვილი - პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი, პედაგიგი, გამომცემლობა შპს "უქიმერიონის" დირექტორი, შემოქმედებითი საზოგადოება "მზის თეატრის" დამფუძნებელი - პრეზიდენტი. ხელოვანთა სახლი "ლუის პარნასი"-ს შემოქმედებითი ღონისძიებების ხელმძღვანელი, სამკაულებისა და აქსესუარების დიზაინერი, ავტორ - შემსრულებელი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ჟურნალუსტთა ფედერაციის წევრი, პრემია "მეგა"-ს მფლობელი, ტიტული "პერსონა" 2021- ის  მფლობელი.

დღესდღეობით ნათია ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრია და მჭიდროდ თანამშრმლობს ქალთა ფონდ „სოხუმთან“  USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები