სოფიკო კუხალაშვილი - წარმატების ისტორია

მე ვარ სოფიკო კუხალაშვილი, დაბადებული 1992 წელს, აფხაზეთიდან დევნილი, ვცხოვრობ ხონში. მინდა მოკლედ მოგიყვეთ ჩემი პატარა წარმატების შესახებ, რასაც თავად მივაღწიე. 

2017 წელს ვიყავი სოფლად და ბებომ მაჩუქა ერთი გოჭი, რითაც დაიწყო ჩემი პატარა ბიზნესი.  ეს გოჭი, რომელიც უნდა გამეზარდა და შემდეგ დამეკლა, იყო დედალი,  როცა წამოიზარდა და გახდა 7 თვის, შემეცოდა დასაკლავად, ამიტომ გადავწყვიტე რომ გამემრავლებინა და ეგრეც მოვიქეცი, შეჯვარება მოვახდინე  რომ ნამატი მყოლოდა.  შეჯვარებიდან 4 თვეში მეყოლა პატარა გოჭები, როცა ეს დავინახე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. რატომღაც მათი მოვლა და პატრონობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გახდა ჩემთვის.

შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი უფრო ფერმერობისკენ წასულიყო.                              ასეც მოხდა, შევძელი იმდენი, რომ დამედგა შენობა, რომელშიც დავაბინავე ღორები.  ამაში ჩემი მშობლების დახმარება მჭირდებოდა ფინასურად. ამ შენობაში არამარტო ერთი დედა ღორი არამედ 10 მინიმუმ იყო. შემდეგ შევუდექი მოძიებას თუ საიდან შეიძლებოდა მომეყვანა კარგი საშენი ღორები, რომ წარმატებული ფერმერი ვყოფილიყავი  და შედეგი საუკეთესო ყოფილიყო. 

ამასთან ერთად უნდა მესწავლა მათი კვების რაციონი და ასევე მედიკამენტები. ყველაფერი მოვიძიე ინტერნეტით და იმ ფერმერებისგან, ვისაც ჩემზე მეტი გამოცდილება ჰქონდა ამ საქმიანობაში.         

დღესდღეობით მიზანს მივაღწიე, ვარ ფერმერი და მიყვარს ჩემი საქმე. თუ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ვინმეს  გამოადგება, არასდროს დავიხევ უკან, რაც ვიცი მათაც გავუზიარებ.

დღესდღეობით სოფიკო ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიური წევრია და მჭიდროდ თანამშრმლობს ქალთა ფონდ „სოხუმთან“  USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები