Injicio და ახალგაზრდების ინიციატივები

Injicio ლათინური სიტყვაა და გამოწვევას ნიშნავს. ინიცირება ქიმიური პროცესია, როცა ჯაჭვური რეაქცია იწყება რაიმე ზემოქმედებით...

რომ არ დაგაბნიოთ, ეს ინიციატივის გამოჩენაა.

ახალგაზრდებზე გიამბობთ და ჩვენი ჩანაფიქრიც ეს არის - აქტიურმა ახალგაზრდებმა  ინიციატივები გამოავლინონ.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ 10 მუნიციპალიტეტში მუშაობს - სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი. ადრე ქალაქის/სოფლის ცალკეულ სკოლებში ყალიბდებოდა ახალგაზრდული კლუბები, ტარდებოდა შეხვედრები. ახლა კი მუნიციპალიტეტში იქმნება ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრი, რომელშიც სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი.

6-თვიანი სატრენინგო კურსის დროს მონაწილეები ეცნობიან სხვადასხვა თემას,  შეხვედრის ჩატარების ტექნიკას. და უკვე პირველი თვის შემდეგ ატარებენ აქტივობებს თავიანთ სკოლებში. სრული კურსის დასრულების შემდეგ კი ყველაზე აქტიურებს ტრენერის წოდება ენიჭება.

ვერცერთ სკოლას ვერ გამოარჩევ, ინიცირებული ღონისძიებები ყველგან ტარდება. ბავშვები პრაქტიკულად ახორციელებენ იმას, რაც ისწავლეს და ეს ძალიან მოსწონთ.

რას ატარებენ? ეს არის: საინფორმაციო შეხვედრა, ფილმის ჩვენება, როლური თამაში, გამოკითხვა, ვიდეორგოლის მომზადება, აქცია...

ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ სკოლის პედაგოგებიც.

ასეთი აქტივობები ჩვენი მუშაობის შედეგების საუკეთესო ილუსტრაციაა.

თუმცა არანაკლებ კარგია სკოლებისთვის. მაგალითად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლა მოხვდა საქართველოს განათლების სამინისტროს სიაში - როგორც ყველაზე აქტიური და კრეატიული სკოლა არაფორმალური განათლების კუთხით. ჩვენი 6-თვიანი  მუშაობის შედეგად სკოლაში დარჩა სამი ლიდერი, ახალგაზრდა ტრენერი, რომლებმაც საინტერესო ღონისძიებები ჩაატარეს. ყველაფერი გაშუქდა სკოლის ფეისბუქგვერდზე. ასე შეამჩნიეს ამ სკოლის გამორჩეულობა.

ეს არის ჩვენი წარმატების ისტორიაც...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები