სოფ. კოკის საინიციატივო ჯგუფი - წარმატების ისტორია

სოფელ კოკის საჯარო სკოლასთან ფონდი „სოხუმი“ უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს. ამ ეტაპზე USAID-სა და ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით ახალგაზრდებმა განახორციელებს მცირე პროექტი „გვახსოვდეს აფხაზეთი“, რომლის ფარგლებშიც უამრავი საინტერესო აქტივობა განახორციელეს.

თუ რა სარგებელი მოუტანა ამ პროექტმა ბენეფიციარებს, ამაზე საკმაოდ ბევრი ითქვა, ახლა კი გვსურს გაგიზიაროთ უშუალოდ მონაწილეთა ემოციები... თუ რა შეიძინა ამ პროექტით შემსრულებელმა გუნდმა...

„ამ პროექტში ჩართული რამდენიმე ახალგაზრდისთვის ეს იყო ახალი გამოცდილება.

ზოგადად,არასოდეს ვყოფილვარ აქტიური,თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩავერთე ამ პროექტის განხორციელების პროცესში.

ახალგაზრდებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ ინფორმირებულობა პროექტის წყალობით გაიზარდა, მეც უფრო მეტი ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია მივიღე.

ამ პროექტმა შესაძლებლობა მომცა ჩემი გამოცდილება სხვებისთვის გამეზიარებინა, მათთვის არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ამეხსნა და,რაც მთავარია, ჩემი წვლილი შემეტანა ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდაში .

მომავალი ჟურნალისტი ვარ, ამ პროექტში პირველად მომეცა შესაძლებლობა ჩამეწერა ინტერვიუები დევნილებთან, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და მომავალში გამოსადეგი გამოცდილება არის. პროექტმა და გუნდმა, რომელთან ერთადაც მუშაობა მომიწია ბევრი დადებითი ცვლილებების მოხდენა შეძლო, დამეხმარა რიგი კომპლექსების დაძლევაშიც კი. თავისუფლად საუბარი და ჩემი შეხედულებების გამოხატვა მიჭირდა, ამ პროექტის შემდეგ კი ეს ბარიერი გადავლახე.

პროექტმა უდიდესი დადებითი გავლენა მოახდინა მოსახლეობაზეც. მოხარული არიან რომ ახლაგაზრდები მსგავსი ტიპის აქტივობებს ახორციელებენ. ასევე, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები ქართულ -აფხაზური ურთიერთობით ინტერესდებიან და სურთ თავიანთი წვლილი შეიტანონ რიგი პრობლემების მოგვარებაში, რათა დღესდღეობით არსებული სიტუაცია ცოტათი მაინც შეიცვალოს უკეთესობისკენ... “

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები