სოციალური პარტნიორობა და შეცვლილი ცხოვრება

დედამ ნაცნობებთან დატოვა და გაქრა. გოგონა სიყვარულის გარეშე გაიზარდა. სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო. 15 წლისა გათხოვდა, მაგრამ იქაც ვერ იპოვა ბედნიერება - ქმარი ამცირებდა, სცემდა. მოთმინების ფიალა აევსო, როცა ნაჯახით ლამის მოკლა. მაშინ გადაწყვიტა, ეთხოვა დახმარება და გაქცეულიყო სახლიდან ორ შვილთან ერთად.

ასე მოხვდა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში.

იქიდან ფონდ „სოხუმს“ დააკავშირეს - აქ გაიარა ფსიქორეაბილიტაცია, პროფესიული კურსები. ფონდმა „სოხუმმა“ მისთვის ბინის დაქირავება შეძლო,  დაეხმარა ყოფითი და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, დასაქმებაში.

კოვიდ-19 რომ დაემართა, სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, შვილები კი -   ბავშვთა ცენტრში. ახლა ისევ ერთად არიან…

ზოგადად, თავშესაფრიდან გამოსული მსხვერპლი, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, უმძიმეს მდგომარეობაში ხვდება და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტნიორული ქსელი, რომელიც მას მეტნაკლები სტაბილურობის და დაცულობის განცდას აძლევს.

ფონდმა „სოხუმმა“ ამ ახალგაზრდა ქალის დასახმარებლად შექმნა სოციალურ პარტნიორთა ქსელი. მასში გაერთიანებულნი არიან: ფონდის ფსიქოლოგი და იურისტი, თავშესაფრის იურისტი, მუნიციპალიტეტის ბავშვის უფლებების დაცვის განყოფილება, სახელმწიფო სოციალური მუშაკები.    

ქსელი პერიოდულად იკრიბება, აჯამებს მუშაობას, გეგმავს ახალ ღონისძიებებს ძალადობაგამოვლილი ქალის უსაფრთხოებისა და სოციუმში ინტეგრაციისთვის. 

ქსელის პილოტი  წარმატებული აღმოჩნდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები