ახალგაზრდული კლუბის შეხვედრები ხონში, სენაკსა და ქუთაისში

კატეგორია: კლუბები გადასვლები: 2745

  

ეთიკური ნორმები და პიროვნული კულტურის ფორმირება, როგორც ძალადობის პრევენციის ინსტრუმენტი - ამ აქტუალურ თემაზე ისაუბრეს ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ხონის მე-3 და სენაკის მე-4 სკოლაში და ქუთაისის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

თემამ თავიდანვე გამოიწვია  ინტერესი. ცხოვრებისეულმა მაგალითებმა მეტი გულწრფელობა და გახსნილობა შემატა ახალგაზრდებს და ისინი აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.

ახალგაზრდებმა აღნიშნეს:

„მსგავსი თემების განხილვა დადებითად მოქმედებს ჩვენს ცნობიერებაზე, დამოკიდებულებაზე სხვადასხვა საკითხის მიმართ“.

„მე მომწონს ეთიკის ნორმების დაცვა, რაც დაკავშირებულია ძალადობის  პრევენციასთან“.

„საინტერესო და მჭიდრო კავშირია ეთიკასა და ძალადობას შორის და კარგია, რომ ეს დავინახეთ“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)