ფორუმ-თეატრის ონლაინ მუშაობა აქტიური და კრეატიულია. სააქტო დარბაზებისა და ქუჩაში მოწყობილი სცენების ნაცვლად ახლა მისი სივრცე - ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდია!
ტარდება საინტერესო აქტივობები: ხდება ფორუმ-თეატრის და ჩრდილების თეატრის საარქივო მასალების დამუშავება-განახლება, კეთდება ფოტოკოლაჟები, ვიდეორგოლები, სლოგანები, ლიტერატურული პრეზენტაციები. ფორუმ-თეატრის მსახიობები და რეჟისორი მაგდანა ჩიხლაძე კითხულობენ ლექსებს, მსხვერპლი ქალების მონოლოგებს. ზოგჯერ ახალგაზრდები ახალისებენ მკითხველებს და იუმორისტული ვიდეორგოლებით აჩვენებენ, როგორ ერთობიან სახლში.
30 ონლაინ აქტივობა მაისის თვეში - ეს საკმაოდ დიდი სამუშაოა. ფორუმ-თეატრმა დიდი გამოცდილება მიიღო კარანტინის პერიოდში - მოზარდებმა ყველაფერი საკუთარი ძალებით გააკეთეს.