დასრულდა კიდევ ერთი ზაფხულის ცხელი სეზონი ფორუმ-თეატრის ისტორიაში. ახალგაზრდა მსახიობებმა ჩვენებები გამართეს ღია ცის ქვეშ, ქუთაისის ცენტრალურ
პარკში, სიყვარულის პარკში.
15 სექტემბრიდან დაიწყება ახალი სეზონი - ეს იქნება გასვლები რეგიონებში, სადაც ჩატარდება ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ძალადობის, ბულინგის, ოჯახური ურთიერთობების და სხვა აქტუალურ თემებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)