სექტემბერში აქტიურად დაიწყო ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ღია ცის ქვეშ. დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით მაყურებელთა რაოდენობა მცირეა, მაგრამ წარმოდგენები მაინც იმართება. ფორუმ-თეატრის ახალი ინიციატივაა - ინტერვიუები მოქალაქეებთან - სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან. საუბარი მიმდინარეობს ძალადობის მიზეზებზე, შედეგებზე, გამოსავალზე. იქვე თამაშდება სცენა, ეს არის ერთგვარი „ერთი მაყურებლის თეატრი“, რაც ძალიან შთამბეჭდავია ყველასთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)