გენდერული საჭიროებების კვლევა ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

კატეგორია: კვლევა ავტორი: Super User გადასვლები: 4802

2016 წლის აპრილ-მაისში ფონდმა „სოხუმმა“ ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოებთან ერთად ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების გენდერული საჭიროებების კვლევა ჩაატარა.  კვლევამ  გამოავლინა იგპ, სოციალურად დაუცველი ადამიანების, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების, მეწარმე ქალების, ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პირველი რიგის საჭიროებები. 

სამიზნე ჯგუფებთან, დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ჩატარებული მუშაობის შედეგად შემუშავებული სარეკომენდაციო სახის წინადადებები განიხილება გენდერული საბჭოების მიერ, რათა მოხდეს რეკომენდაციათა პაკეტის წარდგენა  ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. წინა წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეს პროცესი ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერული პარამეტრებით შედგენას შეუწყობს ხელს.

ქუთაისი    ოზურგეთი   სენაკი

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით