30 ივნისს რადიო „თავისუფლების“ რუბრიკა „გენდერული ამბები“ მოგვითხრობს 29-30 ივნისს ბათუმში გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნის შესახებ.
როგორც სიუჟეტში გაჟღერდა, ქსელში გაერთიანდა ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც მეორე წელია, აქტიურად თანამშრომლობენ თვითმმართველობებთან ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დანერგვისათვის. ოზურგეთის საბჭოს თავჯდომარემ, საკრებულოს წევრმა ლელა ნაცვალაძემ აღნიშნა, რომ ქსელს საფუძვლად დაედო ოთხ მუნიციპალიტეტში უკვე არსებული გამოცდილება და პოლიტიკური ნება თვითმმართველობების მხრიდან. მომდევნო ეტაპი არის საერთო სტრატეგია, რომლის ნაწილიც იქნება ერთობლივი პროექტები. რაც მთავარია,
ინტერვიუში სენაკის თვითმმართელობის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს პროექტებს, რომლებიც საბჭოებმა განახორციელეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქსელი კიდევ უფრო გაზრდის მათ სოციალურ აქტივობას.
„დემოკრატია ვერ განვითარდება ჩვენი ჩართულობის გარეშე. საბჭოებმა ძალიან პროდუქტიულად იმუშავეს საერთო სტრატეგიაზე, გამოყვეს ადგილობრივი პრობლემები და თვითმმართველობებთან, სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გზები მათი მოგვარებისათვის“, - აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა, მერი გელაშვილმა.
„მოხარულები ვართ, რომ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს, რომლის თანახმად უნდა მოხდეს ადგილობრივი გენდერული საბჭოების ინსტიტუციონალიზაცია, აქვს კარგი პრაქტიკული ილუსტრირება უკვე არსებული საბჭოების სახით, რომელთა „აქტივში“ არაერთი თვალსაჩინო შედეგია“, - ითქვა სიუჟეტში.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით