ადამიანური უსაფრთხოების თემა - ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მრგვალ მაგიდაზე

კატეგორია: მრგვალი მაგიდები ავტორი: Super User გადასვლები: 6220

  

 

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ხონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიური მიდგომები: ქალთა საინიციატივო ჯგუფების მუშაობა, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან“.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ლოკალური თემის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, აქტივისტები.

მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები ადამიანური უსაფრთხოების ინკლუზიურ მიდგომებზე, გამოწვევებზე, იმაზე, როგორ მუშაობენ ქალთა საინიციატივო ჯგუფები, როგორ ხდება პრობლემათა ადვოკატირება.

დისკუსიისას გარკვეული რეკომენდაციებიც შემუშავდა. საერთო მოსაზრებით, ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებად აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და იმ პრობლემების ადვოკატირება, რომელთა გადაწყვეტა ადგილობრივ დონეზე შესაძლებელია.

 პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)