



შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და მისი მოადგილე, გამგეობის წარმომადგენლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, სენაკის სკოლამდელი განათლების დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები, პედაგოგები, პროექტის მონაწილენი, მასმედიის წარმომადგენლები და აგრეთვე ქუთაისის სკოლამდელი განათლების დაწესებულებების გაერთიანების სამი წარმომადგენელი.
გენდერული აღზრდისა და გენდერული ძალადობის კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი გააკეთა ექსპერტმა სოფიო ჯანაშიამ (სენაკის პოლიციის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი). პრობლემის ფსიქო-სოციალური ასპექტები განიხილა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა თამარ კალანდაძემ.
ექსპერტების გამოსცლამ აქტიური დისკუსია გამოიწვია. სენაკისა და ქუთაისის სკოლამდელი განათლების დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლმა სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტს დადებითი შეფასება მისცეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით