მრგვალი მაგიდა წყალტუბოში

კატეგორია: მრგვალი მაგიდები ავტორი: Super User გადასვლები: 5373

 

წყალტუბოს საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები.

მრგვალი მაგიდა თემაზე „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის“ მიეძღვნა ქალთა სოლიდარობის კვირეულს.

ინფორმაცია კვირეულთან დაკავშირებით, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობის ანალიზი და გეგმების გაცნობა - ყოველივე ეს საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. მათ ბოლოს ერთად გადაიღეს ფოტო და აღნიშნეს, რომ ქალთა სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია შეცვალოს მომავალი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)