„ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თვითმმართველობების როლი და პრაქტიკა“

1 2

ფონდ „სოხუმში“ ახალი პუბლიკაცია გაჩნდა - „ქალთა მიმართ ოჯახში  ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თვითმმართველობების როლი და პრაქტიკა“. მასში განხილულია ფონდი „სოხუმის“ აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების, ინფორმირებულობის გაზრდის და ძალადობასთან ბრძოლაში საკუთარი როლის გააზრების კუთხით.

პუბლიკაცია გამოიცა ქართულ და ინგლისურ ენებზე და გავრცელდა იმ ადგილობრივ თვითმმართველობებში, სადაც ფონდი მუშაობს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალი გამოცემა „STOP ძალადობას!!!“

ფონდი „სოხუმის“ იურიდიულმა სამსახურმა გამოსცა ბროშურა „STOP  ძალადობას!!!“

მასში მოცემულია ხში­რად დას­მუ­ლი კითხ­ვე­ბი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით და მოცემულია პასუხები/განმარტებები:  რა არის ოჯახში ძალადობა, ძალადობის რა ფორმები არსებობს, ვინ ითვლება მსხვერპლად, ვინ არის მოძალადე და ა.შ.

ბროშურაში მითითებულია ფონდი „სოხუმის“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორების ნომრები და ის საჭირო საკონტაქტო მონაცემები, რომლებზე დარეკვაც შეუძლია მსხვერპლს ძალადობის შემთხვევაში.

ბროშურების ნაწილი დარიგდება კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ დღეებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტების ტრანსფორმაცია ადგილობრივ დონეზე ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის დანერგვის გზით“

„მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტების ტრანსფორმაცია ადგილობრივ დონეზე ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის დანერგვის გზით“ - ასე ეწოდება ფონდი „სოხუმის“ ახალ პუბლიკაციას, რომელიც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა. მასში ნაჩვენებია კავშირი გენდერსა და კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებულ სისტემას შორის და ქალების ჩართვის მნიშვნელობა მისი განვითარების ყველა ეტაპზე. აგრეთვე წარმოდგენილია ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება, თემში კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერულად ორიენტირებული სისტემის დანერგვის პირველი ნაბიჯები - წარმატებული ისტორიები ქუთაისში, წყლტუბოსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

„სამართალდამცავი ორგანოების როლი და არსებული პრაქტიკა“

1„სამართალდამცავი ორგანოების როლი და არსებული პრაქტიკა - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვის მონიტორინგი“ - ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელიც გამოიცა ფონდ „სოხუმში“. მასში გამოყენებულია შსს-ს ადგილობრივ სტრუქტურებთან ჩატარებული მცირე მასშტაბის მონიტორინგის მასალები. სამაგიდე კვლევის ფარგლებში გაანალიზდა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.

მონიტორინგმა გამოავლინა ის თვალსაჩინო პროგრესი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია. და ამასთანავე გარკვეული გამოწვევები, რომელთა დასაძლევად გამოცემის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციები.

კვლევაზე მუშაობდნენ ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის და ქუთაისის სათაო ოფისის მონიტორინგის ჯგუფის წევრები.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პუბლიკაცია „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“

პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში ფონდმა „სოხუმმა“ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალთან.

პროექტის თანახმად, გამოვიდა პუბლიკაცია „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“, რაც დაეხმარება სამედიცინო სფეროს მუშაკებს, მოახდინონ სათანადო რეაგირება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები