საინფორმაციო ბიულეტენი #9 - „მავნე ჩვევები და ოჯახური ძალადობა“

ოჯახური ძალადობის განვითარების მრავალწახნაგოვან პრიზმაში ერთ-ერთი სერიოზული ადგილი უჭირავს ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიც არის აზარტული თამაშები,  ალკოჰოლიზმი, ნარკომანია. ამიტომაც საინფორმაციო ბიულეტენის სექტემბრის ნომრის თემად იქცა „მავნე ჩვევები და ოჯახური ძალადობა“.

მასში ნაჩვენებია პრობლემის აქტუალობა, არის რჩევები, რომელთა შორის ერთ-ერთია - ფსიქოლოგის კვალიფიციური კონსულტაციის მიღება.

ბიულეტენი არის ნაწილი პროექტისა „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის

ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა ანალიტიკური ბროშურა „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, კონფლიქტის მოგვარების მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრება და ახალი ვექტორები მისი ტრანსფორმაციისთვის“.

გამოცემაში წარმოდგენილია მშვიდობის შენების და კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელისშემშლელი ფაქტორები და ახალი მიდგომები თანამშრომლობის, განვითარებისა, სახალხო დიპლომატიის სფეროში აქტიური მუშაობისა და ქალთა როლის ამაღლებისათვის.

 გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

საინფორმაციო ბიულეტენი #7 ფასილიტაციას ეძღვნება

„ფასილიტაცია“ (facilitate) ინგლისური სიტყვა და პროცესის გაიოლებას, დახმარებას ნიშნავს. იგი გულისხმობს პროცესის წარმართვას მესამე ნეიტრალური მხარის მონაწილეობით.

ამ საკითხს ეძღვნება ფონდი „სოხუმის“ ივლისის საინფორმაციო ბიულეტენი, რომლეიც გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

ნომრის თემაა „მედიატორობა, ფასილიტაცია - უმოკლესი გზა ძალადობის პრევენციისკენ“.

პუბლიკაციაში მოყვანილია წარმატებული და წარუმატებელი მედიატორობის მაგალითები. მოცემულია სასარგებლო რჩევები - როგორ გავხდეთ მედიატორი და რა უნდა ვიცოდეთ ამისთვის.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ადვოკატირება - #8 საინფორმაციო ბიულეტენის თემა

„ადვოკატირება - ერთ-ერთი სეგმენტი ძალადობის პრევენციის დროს“ - ასეთია ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის აგვისტოს ნომერის თემა.

სიტყვა „advocacy“ წარმოიშვა სიტყვიდან „advocare“ და ნიშნავს „მოწოდებას, მხარდაჭერას ცვლილებისათვის.“

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ადვოკატირება არის:    აქტიურობა საკუთარი და სხვისი ინტერესების დასაცავად, მოქმედებები  ცვლილებების მისაღწევად, ზემოქმედება საზოგადოებრივ აზრზე, გაერთიანება, მხარდაჭერა ცვლილებების მოსახდენად.

ნომერში წარმოდგენილია წარმატებული და წარუმატებელი ადვოკატირების ქეისები. აქვეა რჩევები - რისი ცოდნა არის აუცილებელი ადვოკატირების კამპანიის წამოწყებამდე.

ბიულეტენი გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო ბიულეტენი #6 ბულინგის თემაზე

„ბულინგი - მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ოჯახურ კონფლიქტებთან“ - ასეთია ივნისის საინფორმაციო ბიულეტენის თემა.

ბულინგი შემდეგნაირად განიმარტება: თავდასხმა, შევიწროება, დაშინება. განათლების ეროვნული ცენტრის 2016 წლის მონაცემებით, ყოველი 5 ბავშვიდან 1 ბულინგის მსხვერპლია.

ბიულეტენში მოცემულია, როგორ უნდა მოხდეს ბულინგის პრევენცია, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, როგორია მშობლის როლი. არის ფსიქოლოგთა რჩევები მშობლებს: როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია და თუ ბავშვი მოძალადეა.

ფონდი „სოხუმის“ ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები