ჟურნალი „ქალთა ხმა“ - წლის ანგარიში

მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად გამოდიოდა ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი. წლის ბოლოს კი დაიბეჭდა საანგარიშო ჟურნალი „ქალთა ხმა“. მასში შეჯამდა პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ერთი წელიწადი. ჟურნალში მოთხრობილია ფონდი „სოხუმის“ აქტიურობის შესახებ - ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ადვოკატირებული და მოგვარებული პრობლემები, ფორუმ-თეატრის საქმიანობა, ახალგაზრდული კლუბების ინიციატივები, 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. და, რაც მთავარია, ცვლილებები ქალების ცხოვრებაში, საზოგადოებაში...

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ბიულეტენი #11 - „თაობათა კონფლიქტები დედები და შვილები“

თაობათა კონფლიქტები ერთ-ერთი აქტუალური თემაა ფონდი „სოხუმის“ შეხვედრებზე. ამიტომაც იქცა საინფორმაციო ბიულეტენის თემად - „თაობათა კონფლიქტები დედები და შვილები“.

„ვერ ვხვდები, როდის შეიცვალა. საერთოდ არ ესმის ჩემი. არ ვიცი, რა მოვუხერხო. რას არ ვაკეთებ, მაგრამ არ მემორჩილება“, - ამბობენ დედები.

აღზრდის პროცესში არ არსებობს სტანდარტული რეცეპტები, რომელიც ყველას  გამოადგება. თუმცა, არსებობს მიდგომები, რომელთა გათვალისწინება ბევრ დედას დაეხმარება. ბიულეტენში სწორედ ამაზეა საუბარი - მოცემულია ტესტი და რჩევები.

ფონდი „სოხუმის“ ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოცდილება და პერსპექტივები - გენდერული საკონსულტაციო საბჭოები

ამ გამოცემაზე, როგორც არასდროს, პროექტის მთელი გუნდი ვმუშაობდით.

ვმუშაობდით სიამოვნებით, ინტერესით - საკუთარ პოზიტიურ შედეგებზე საუბარი  ყოველთვის იწვევს ასეთ განცდას.

2013-2016 წლებში ფონდმა „სოხუმმა“ განახორციელა საკმაოდ რთული, მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტი „გენ­დე­რუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო­ე­ბი - ქალ­თა რო­ლის ამაღ­ლე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“.

პროექტი მოსალოდნელზე უფრო წარმატებული შეიქნა - ქუთაისში, ოზურგეთსა და სენაკში გენ­დე­რუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო­ე­ბის ჩამოყალიბებით ქალ­თა რო­ლიც ამაღ­ლდა და  რე­გი­ო­ნებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბიც გამოჩნდა.

კიდევ უფრო მეტი, ქვეყნის კანონმდებლობით განისაზღვრა გენდერული საბჭოების ჩამოყალიბება.

ჩვენ როგორ ვიწყებდით? რას ვაკეთებდით? როგორ ვაღწევდით დასახულ ამოცანებს?

წიგნი ცდილობს, უპასუხოს ამ შეკითხვებს.

წიგნში ჩვენს განვლილ გზაზე გიამბობთ, მდიდარ სამწლიან გამოცდილებაზე.

ცვლილებებზე, რომლებიც მუშაობის დასასრულს გამოჩნდა.

გავლენაზე, რომელიც საზოგადოებაზე, სამთავრობო წრეებსა და მედიაზე მოხდა.

ადამიანებზე, რომლებიც ამ ცვლილებებს უწყობდნენ ხელს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კვლევა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაციის შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით განხორციელდა პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა“.

პროექტის ფარგლებში გამოიცა კვლევის ანგარიში „ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის“.

გადმოწერა

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო ბიულეტენი #8

გამოვიდა ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო ბიულეტენის მერვე  ნომერი, რომელიც ასახავს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტიურ მუშაობას პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში: საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ქალებთან და ახალგაზრდებთან, ფორუმ-თეატრის წარმოდგენები, ადგილობრივ პრობლემათა ადვოკატირება თვითმმართველობასთან თანამშრომლობით და სხვა საინტერესო საკითხები.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები