„COVID-19 პანდემიის გენდერული განზომილება და მისი გავლენა ადამიანურ უსაფრთხოებაზე“

geoფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალ პუბლიკაციას „COVID-19 პანდემიის გენდერული განზომილება და მისი გავლენა ადამიანურ უსაფრთხოებაზე“, რომელშიც ასახულია ის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები, რამაც თავი იჩინა ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციართა, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგონების ცხოვრებაში. 

აღნიშნული სწრაფი მოკვლევის მიზანია, ფონდი „სოხუმის“ სამოქმედო არეალში,  COVID-19 ვირუსით გამოწვეული ძირითადი პრობლემების და გენდერული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი სტრატეგიის დაგეგმვა მათი დროული გადაჭრისთვის.

პუბლიკაცია წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გადმოწერა

„მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი“ - ახალი გამოცემა

1

დასრულდა მუშაობა ანალიზზე, რომელიც ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა მოამზადა. მისი სახელწოდებაა „მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების ფუნქციონირება პრაქტიკაში და არსებული გამოწვევები“.

გამოცემა გადაეგზავნება ყველა ადრესატს, რომელსაც ევალება და შეუძლია - ძალადობის მსხვერპლს შესთავაზოს უფრო მოქნილი, პრაქტიკული და შედეგიანი სერვისები  და უსაფრთხოდ უქციოს ყოველდღიურობა მსხვერპლ ქალს და მის შვილებს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალი ონლაინგამოცემა

1ფონდი „სოხუმის“ მიერ „გენდერულად ორიენტირებული კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემის“ ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები -  ანგარიშების კრებული - ეს არის ორგანიზაციის ახალი ონლაინგამოცემა.

კრებულში შევიდა სამი ანგარიში:

ენგურის ხიდთან, სოხუმის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გამშვები პუნქტის გადაკეტვასთან დაკავშირებით ფონდი „სოხუმის“ საგანგებო ანგარიში, რომელიც ეყრდნობა ორგანიზაციის მონიტორების მიერ 28-30 ივნისს შეგროვილ ინფორმაციას;

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, საქართველოს მოსახლეობის განწყობების და სიტუაციის ამსახველი ანგარიში, რომელიც ეყრდნობა 2019 წლის ივნის-აგვისტოში შეგროვილ მონაცემებს;

ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებისადმი, დევნილ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დამოკიდებულების ამსახველი ანგარიში, რომელიც ეყრდნობა 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში შეგროვილ მონაცემებს.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

საინფორმაციო ფურცელი - ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად

2

კარანტინის პირობებში გახშირდა ძალადობის შემთხვევები. ბევრი მსხვერპლი მოძალადესთან ერთად დარჩა სახლში... მათთვის, მათ დასახმარებლად ფონდმა „სოხუმმა“ საგანგებოდ შეიმუშავა საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ანალიტიკური სტატიების კრებული საარჩევნო სისტემის განვითარებისათვის

EL JURNAL GE 001ფონდ „სოხუმში“ მომზადდა ანალიტიკური სტატიების კრებული „ვიშეგრადის ქვეყნების და საქართველოს გამოცდილება საარჩევნო სისტემის განვითარების და არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობის გაძლიერების საქმეში“. მასში ასახულია ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის და საქართველოს ექსპერტების პოლიტიკური დოკუმენტები - ამ ოთხი ქვეყნის გამოცდილება საარჩევნო სისტემის ფორმირების, განვითარებისა და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.

კრებული მომზადდა პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები